1. დაიწყე სალათით
ხილი და ბოსტნეული შეიცავს ნაკლებ კალორიას და მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს და მინერალებს. ისინი მოგანიჭებენ მაძღრობის შეგრძნებას, რათა არ მივარდეთ ცხელ კერძებს. დაიწყეთ სადღესასწაულო ვახშამი სალათით და შეამჩნევთ სხვაობას.
2. მიიღე დანამატები
ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, ანტიოქსიდანტები და ცხიმოვანი მჟავეები ომეგა 3 — დარწმუნდით, რომ თქვენი ორგანიზმი ღებულობს ყველაფერს, რაც აუცილებელია იმუნური, სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის, მხედველობისთვის და მეტაბოლიზმისთვის.
3. ზომიერების ფარგლებში
სულ უფრო პოპულარეული ხდება ახალი ტრენდი - ლაგომი (lagom). შვედური ენიდან ნათარგმნი ნიშნავს — არც ძალიან ბევრი და არც ძლიან ცოტა — სწორედ იმდენი, რამდენიც საჭიროა. გახსოვდეთ ეს, როდესაც საქმე ალკოჰოლს ეხება. ის ბევრ კალორიას შეიცავს, აძლიერებს მადას, აგრეთვე წარმოქმნის ძილის პრობლემებს და ტოქსიკურად მოქმედებს ორგანიზმზე.
4. გაიარეთ 10 ათასი ნაბიჯი ყოველდღიურად
საშუალო დატვირთვის ვარჯიშები, როგორიც არის სიარული, ხელს უწყობს ცხიმის დაწვას და წონის გაკონტროლებას, ორგანიზმის გაძლიერებას და მეტი ენერგიის შეძენას. გარდა ამისა, მაგალითად, სადილის დროს ხელს უწყობს სოციალიზირებას. იმისათვის, რომ გასეირნების დროს არ ითვალოთ ნაბიჯები, გადმოიტვირთეთ აპლიკაცია ნაბიჯსაზომით.
5. ადრე დაწექით დასაძინებლად
ძილის უკმარისობა ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე. ასევე ზიანდება იმუნური სისტემა და მადის რეგულირების სისტემა. საკმარისად უნდა იძინოთ. რვა საათი ძილი ყოველდღიურად და თქვენი კანი აუცილებლად გეტყვით მადლობას.