მამაკაცის კანის მოვლის 5 რჩევა

თუ შენ ერთ-ერთი ის მამაკაცი ხარ, რომელიც ფიქრობს, რომ შხაპის გელი და სამართებელი საკმარისია იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, დაფიქრდი კიდევ ერთხელ. შენს კანს, ისევე როგორც შენ თვითონ, სიყვარული და ზრუნვა სჭირდება. მოგვენდე ჩვენ.

1. საჭიროა კანის კომპლექსური მოვლა
მოუარე კანს მუდმივად. იდეალური კანი დროს და სახსრებს მოითხოვს და არაფერი სასირცხვილო და დასაძრახი არ არის იმაში, რომ ყიდულობ შენთვის კოსმეტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც განსხვავებული ხარ. პირიქით, ყურადღება გარეგნობის მიმართ ნიშნავს, რომ შენ თანამედროვე მამაკაცი ხარ კომპლექსებისა და ტაბუს გარეშე. მარტივი ოთხი ნაბიჯი — გასუფთავება, კანის მოვლა თვალების გარშემო, კანის დატენიანება და დაცვა გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან - კარგ სამსახურს გაგიწევთ. საჭიროა კიდევ მტკიცებები? წაიკითხე სტატია «კომპლექსური მოვლა მისთვის».

რეკომენდებულია: ნაოჭების საწინააღმდეგო კომპლექსური მოვლის ნაკრები NovAge Ecollagen.


2. დახვეწე პარსვის უნარ-ჩვევები
Бარსვა დილაობით ჩქარ-ჩქარა შეიძლება მოხერხებულია, მაგრამ შედეგები კანისთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ისწავლე სწორად პარსვა და დახვეწე ტექნიკა, რათა თავიდან აიცილო ჭრილობები და გაღიზიანებები. შეგახსენებთ წესებს: დაატენიანე გაწმენდილი კანი.

  • დაატენიანე გაწმენდილი კანი თბილი წყლით, რომ ის დარბილდეს და გაიხსნას ფორები.
  • დაიტანე კანზე საპარსი ქაფი. ის შეამცირებს გაღიზიანებას და უზრუნველყოფს გადატკეცილ კანს პარსვისას.
  • გაიპარსე თმების ზრდის მიმართულებით და გარეცხე ან გაწმინდე სამართებელი ყოველი «ტყორცნის» შემდეგ.
  • ჩამოიბანე ქაფი თბილი წყლით და გაიმშრალე კანი მშრალი პირსახოცით.
  • დაასრულე პროცედურა ბალზამით პარსვის შემდეგ და დამატენიანებელი კრემით. 
რეკომენდებულია: საპარსი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის და სახის კრემი მგრძნიბიარე კანისთვის.

3. ყოველთვის გამოიყენე სანსკრინი
ჩვენ ყველას გვიყვარს მზიანი დღეები, მაგრამ ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება დაგვიზიანოს კანი და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს. შენ გინდა ეს! აუცილებელი სათვალეებისა და ქუდის გარდა ყოველთვის გამოიყენე სანსკრინი. დაიტანე ის დამატენიანებელი კრემის ზემოდან, თუ შენი კანი დატენიანებას მოითხოვს, ან მის ნაცვლად.    

რეკომენდებულია: სახის დამცავი კრემი SPF 30 NovAge და მზისგან დამცავი ლოსიონი მაღალი ხარისხის დაცვით Sun Zone SPF 30.

4. იფიქრე მომავალზე
შენ შეგიძლია სუპერახალგაზრდად გამოიყურებოდე წვერის გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. და საქმე მხოლოდ წვერ-ულვაშში კი არა, არამედ იმაშია, რომ ასაკთან ერთად სულ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება მიმიკური და ღრმა ნაოჭები. რა გავაკეთოთ? მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები და გამოიყენეთ პროდუქტები კანის გაახალგაზრდავებისთვის.

რეკომენდებულია: კანის კომპლექსური მოვლია ნაკრები NovAge True Perfection (25+) და ნაოჭების საწინააღმდეგო კომპლექსური მოვლის ნაკრები NovAge Ecollagen (35+).

5. დალიე წყალი და გამოიყენე დამატენიანებელი კრემი
არა მხოლოდ სახის კანი საჭიროებს დატენიანებას. სხეულსაც ასევე სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. აქტიურ ცხოვრებას ეწევი და ხშირად ღებულობ შხაპს? ჩვევად აქციე სახის და ტანის კანისთვის დამატენიანებელი კრემის გამოყენება. და, რა თქმა უნდა, დალიე საკმარისი წყალი!

რეკომენდებულია: მკვებავი ტანის და ხელის კრემი «რძე და თაფლი – ოქროს სერია»

 

ტექსტი: ფოტო: Getty Images