ნაკრები NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)
შეზღუდული გამოშვება
NovAge

ნაკრები NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)

28971
354,00 GEL
6 ცალი

NovAge Ecollagen — გაუმჯობესებული და განახლებული სერია ნაოჭების წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნბრივ კომპონენტებზე, მცენარეთა ღეროვან უჯრედებსა და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ანტიასაკობრივი საშუალებების კომპლექსური მოვლის ოთხ ეტაპიანი  სისტემა  შექმნილია ისე, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი ავსებს წინამორბედს. ექვსი საშუალებისგან შემდგარი სპეციალური ფორმულა კი აძლიერებს მათ ურთიერთქმედებას. სერიის საშუალებები ამცირებს ნაოჭების რაოდენობას 33%-ით** 12 კვირის განმავლობაში, კანი რბილი, გლუვი და განახლებულია*. 

  • სახის გამწმენდი გელი-ქაფი (200 მლ/კოდი 32596);
  • სახის მატონიზირებელი საშუალება (200 მლ/კოდი 32128);
  • ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი (15 მლ/კოდი 31546);
  • ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი (30 მლ/კოდი 31547);
  • ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი SPF 15 (50 მლ/კოდი 31544);
  • ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი (50 მლ/კოდი 31545).

*კლინიკური ტესტირების შედეგად 31 ქალის მონაწილეობით 12 კვირის განმავლობაში.
ნაკრებში შედის:

კომპლექსური ნაოჭების საწინააღმდეგო მოვლა NovAge Ecollagen

4-ნაბიჯიანი სისტემა ყოველდღიური მოვლისათვის NovAge Ecollagen პროდუქტებით შექმნილია ისე, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებდეს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებს ერთმანეთის ეფექტურობას. კლინიკურად დამოწმებულია, რომ NovAge Ecollagen კანის მოვლის კომპლექსური გამოყენება 7-ჯერ უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება.

ნაბიჯი 1: წმენდა

იმისათვის, რომ გაიწმინდო კანი, მოვაშორო ჭუჭყისა და მაკიაჟის ნარჩენები, გამოიყენე გამწმენდი გელი-ქაფი NovAge Ecollagen (32596) და მატონიზირებელი საშუალება NovAge Ecollagen (32128). ისინი არა მხოლოდ აუცილებელ სისუფთავესა და სიხალისეს აჩუქებს კანს, არამედ ასევე საცხის შემადგენლობაში არსებულ აქტიურ ნივთიერებებს მისცემს საშუალებას უფრო ღრმად ჩააღწიონ კანის ფენებში და უფრო ეფექტურად იმოქმედონ.


ნაბიჯი 2: თვალის გარშემო კანზე ზრუნვა

თვალების გარშემო კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. იმისათვის, რომ უზრუნველყო თვალის გარშემო კანის დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა NovAge Ecollagen (31546) გამოიყენე ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის ნაზი საცხი Nოვგე ცოლლაგენ (31546).


ნაბიჯი 3: აქტივატორი

იმისათვის, რომ უზრუნველყო შენი კანისათვის აუცილებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და გააძლიერო დღისა და ღამის საცხების ზემოქმედება, წაისვი ნაოჭების საწინააღმდეგო მაღალეფექტური შრატი NovAge Ecollagen (31547).


ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა

დაასრულე კომპლექსური მოვლა დღისა და ღამის საცხების გამოყენებით. იმისათვის, რომ დაიცვა კანი ფოტოდაბერებისაგან, აირჩიე ნაოჭების საწინააღმდეგო დამატენიანებელი დღის საცხი SPF 15-ით NovAge Ecollagen (31544). ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის საცხი NovAge Ecollagen (31545) უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებასა და კანის აღდგენას ღამით.


შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია მიეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც სერია NovAge Ecollagen პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსური მოვლისას, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართოთ ისინი თქვენს მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენოთ სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები:


ყველა საშუალებაში, მატონიზირებელი საშუალებისა და გელი-ქაფის გარდა:


  • ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი (nicotiana sylvestris leaf cell culture): ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას და ბლოკავს მის შემანელებელ ენზიმებს. შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს და ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. ეფექტი ცხადი და დადასტურებულია კლინიკური კვლევებით: NovAge Ecollagen საშუალებები ამცირებს ნაოჭების რაოდენობას 33%-მდე 12 კვირის განმავლობაში, არბილებს კანს, აგლუვებს და ახალისებს მას. კლინიკურად დადასტურებულია ასევე, რომ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეების ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს 200%-ით მეტად.
  • დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგია (hydrolyzed rice protein, triticum monococcum seed extract, hydrolyzed yeast protein): დაფუძნებულია სამ მცენარეულ პეპტიდზე, რომელიც ხორბლის, ბრინჯისა და საფუარისგან მოიპოვება და გააჩნია ძლიერი ანტიასაკობრივი თვისებები: ხორბალი იცავს დნმ-ს ფოტო დაბერებისაგან, ბრინჯი ააქტიურებს უჯრედულ ენერგიას, ხოლო საფუარი პასუხისმგებელია კოლაგენის სინთეზზე. აბორატორიულ პირობებში თითოეული ეს პეპტიდი აჩვენებს კოლაგენის წარმოების სტიმულირების მაღალ უნარს და ერთად ისინი აჩვენებნ გასაოცარ სინერგიულ ეფექტს - კოლაგენის სინთეზი თითქმის ორჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე თითოეული ცალკეული პეპტიდის შემთხვევაში.

მხოლოდ დღის საცხში:


  • UVA-ფილტრები: ხელს უწყობს კანის დაცვას ფოტოდაბერებისაგან დღისით, რათა თავიდან აიცილოთ ნაოჭების შესაძლო წარმოქმნა.

მხოლოდ თვალის საცხში:

  • კოფეინი (caffeine): ეხმარება უპეების ჩაშავებასა და შეშუპებასთან ბრძოლაში, ასევე ანიჭებს კანს ბზინვარებას.
  • კომპლექსი Eyeliss: შეიცავს აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას, რომელთა ერთობლივი ზემოქმედება აუმჯობესებს კანის დრეკადობასა და ელასტიურობას, მოქმედებს თვალების გარშემო კანის მიკროცირკულაციაზე, ხელს უშლის უპეების შეშუპებასა და ჩაშავებას.
  • ორდისკბილას ექსტრაქტი (euphrasia officinalis extract): უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და მატონიზირებელ ეფექტს, ხელს უშლის უპეების ჩაშავებას.

მხოლოდ მატონიზირებელ საშუალებაში:

  • CellRenew ტექნოლოგია: ეხმარება ეპიდერმისში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას და ხელს უწყობს განახლებასა და მკვდარი უჯრედების დელიკატურ მოშორებას, ამაღლებს დანარჩენი საშუალებების ეფექტიანობას. დაფუძნებულია ჰიდროქსიმჟავასა და აქტიური დამატენიანებელი კომპონენტების უნიკალურ კომბინაციაზე.

მხოლოდ გამწმენდ გელ-ქაფში:


  • ტექნოლოგია CellActive: შეიცავს გულდასმით შერჩეულ ინგრედიენტებს, რომლებიც ნაზად ზემოქმედებენ კანზე, ეფექტურად, ღრმად და ამავდროულად დელიკატურად წმენდენ მას გამოშრობის გარეშე. დამატებითი მზრუნველი კომპონენტები არბილებენ, ატენიანებენ და აგლუვებენ კანს.
განახლებული სერია Novage Ecollagen Wrinkle Power მომენტალურად ამცირებს ნაოჭებს 49%-მდე*, განაპირობებს კანში კოლაგენის შენარჩუნებას და დაბერების პროცესის შენელებას.