ასაკი: 25+
პრობლემა: სიფერმკრთალე, გაფართოებული ფორები და პირველი მიმიკური ნაოჭები
ზემოქმედება: დატენიანება
სერია: NovAge True Perfection
პროდუქტები: გამწმენდი გელი, მატონიზირებელი საშუალება, თვალის კრემი, შრატი, დღის და ღამის დამატენიანებელი კრემი.
სტრესი, ძილის ნაკლებობა, დაუბალანსებელი კვება და გარემოს დაბინძურება არასასურველ ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. გაუწყლოება და სიფერმკრთალე, გაფართოებული ფორები და პირველი მიმიკური ნაოჭები — ყველაფერი ეს შეიძლება კანზე გამოვლინდეს უკვე 25 წლის შემდეგ. NovAge True Perfection — განახლებული სერია გაუმჯობესებული ფორმულით სპარსული აბრეშუმის აკაციის და ასაის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტებით იცავს კანს და ებრძვის თანამედროვე ცხოვრების წესის შედეგად გამოწვეულ პირველ ასაკობრივ ნიშნებს, ეწინააღმდეგება ნაოჭების გაჩენას.
პირველი ინგრედიენტი — სპარსული აბრეშუმის აკაციის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების ამინომჟავებით და მინერალებით არის მდიდარი. ის ასუფთავებს და აღადგენს კანის უჯრედებს, აჩქარებს უჯრედშორის მეტაბოლიზმს და ებრძვის პირველი ასაკობრივი ნიშნების გაჩენას. მეორე ინგრედიენტი — ასაის კენკრის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით, ეწინააღმდეგება და აფერხებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. ორივე ერთად ხელს უწყობს კანის შეფერილობის გაუმჯობესებას, კანის ჯანსაღი ბზინვარების და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას, გარე ფაქტორების ზემოქმედებისდა მიუხედავად.
ასაკი: 35+
პრობლემა: მიმიკური და ღრმა ნაოჭები
ზემოქმედება: დატენიანება
სერია: NovAge Ecollagen
პროდუქტები: გამწმენდი გელი, მატონიზირებელი საშუალება, თვალის კრემი, შრატი, ნაოჭების საწინააღმდეგო დღის და ღამის დამატენიანებელი კრემი.
ამ სერიაში შენთვის მუშაობს სამი ინოვაციური აქტიური ინგრედიენტი — მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი, ბუდლეიას მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი და დაპატენტებული ტრიპეპტიდ-ტექნოლოგია (ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სამი მცენარეული პეპტიდის ერთობლიობა).
პირველი ინგრედიენტი — ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას და ბლოკავს ფერმენტებს, რომელიც ეწინააღმდეგება მის სინთეზს. შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს, ავსებს ნაოჭებს შიგნიდან, კანი უფრო გლუვი ხდება და ახალგაზრდულად გამოიყურება. მეორე ინგრედიენტი — ბუდლეიას მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ხელს უწყობს უჯრედშორისი წარმოების ნორმალიზებას, ანეიტრალებს ენზიმებს, რომლებიც ამ პროცესს ანელებენ. მესამე ინგრედიენტი – ულტრა თანამედროვე ტრიპეპტიდ-ტექნოლოგია მძლავრ ანტიასაკობრივ ზემოქმედებას ახდენს. გამართული მუშაობის წყალობით NovAge True Ecollagen სერია ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას, აძლიერებს ეპიდერმისის სტრუქტურას და შესამჩნევად ამცირებს ნაოჭების რაოდენობას, წარმოქმნილი ახალი კოლაგენი ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. ეფექტი თვალნათლივი და კლინიკურად დამტკიცებულია: ნაოჭების რაოდენობის 33%-ით შემცირება 12 კვირის განმავლობაში, რბილი, გლუვი, განახლებული და უფრო მბზინავი კანი. შენ თავად ნახავ და შეიგრძნობ სხვაობას!
ასაკი: 40+
პრობლემა: სიმკვრივის დაკარგვა
ზემოქმედება: ლიფტინგი
სერია: NovAge Ultimate Lift
პროდუქტები: გამწმენდი რძე, მატონიზირებელი საშუალება, თვალის კრემი, მკვებავი შრატი, დღის და ღამის მკვებავი კრემი-ლიფტინგი.
შესაძლოა ღრმა ნაოჭები შეამჩნიე ან შეშფოთებული ხარ სახის კონტურების მოდუნების გამო, — ნებისმიერ შემთხვევაში, NovAge Ultimate Lift სერიის ანტიასაკობრივი საშუალებები დაგეხმარება კანის გაახალგაზრდავებაში. ის ზემოქმედებს დაბერების ძირითად ნიშნებზე, აღადგენს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას, გამოკვეთს სახის კონტურებს და უბრუნებს ახალგაზრდულ და ჯანსაღ იერს.
როგორ მუშაობს ეს? კანის სიმკვრივის დონე დამოკიდებულია შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებზე — ფიბროპლასტებზე, რომლებიც ელასტინს გამოიმუშავებენ. ასაკის მომატებასთან ერთად ფიბროპლასტები ელასტიურობას კარგავენ და საკმარისი რაოდენობით ელასტინის სინთეზს ვეღარ ახერხებენ, რაც კანის სიმკვრივის დაკარგვას და სახის კონტურების მოდუნებას იწვევს. NovAge Ultimate Lift სერია გაძლიერებულია უნიკალური AspartoLift დაპატენტებული ტექნოლოგიით — ასპარგანის მჟავის წარმოებულის საფუძველზე, რომლის გამოყენება აღადგენს კანის სიმკვრივეს, მოქნილობას, აუმჯობესებს ელასტინის სინთეზს და კანის უჯრედების ფუნქციონირებას. ისინი თითქოს 20 წლით «ახალგაზრდავდებიან»! სახის კონტურები იკვეთება, კანს ახალგაზრდული და ჯანსაღი იერი უბრუნდება. ამას ემატება ბუდლეიას მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი, რომელიც კანის უჯრედებში კოლაგენის რაოდენობის ასაკობრივ შემცირებას აფერხებს და ეწინააღმდეგება. AspartoLift ტექნოლოგიის და ბუდლეიას მცენარეთა ღეროვანი უჯრედების შერწყმა მართლაც იდეალური კომბინაციაა კანის სიმკვრივის კომპლექსური აღდგენისა და გაახალგაზრდავებისთვის.
პრობლემა: ასაკობრივი ცვლილებები
ზემოქმედება: რეგენერაცია
სერია: NovAge Time Restore
პროდუქტები: გამწმენდი გელი, მატონიზირებელი საშუალება, თვალის კრემი, შრატი, ნაოჭების საწინააღმდეგო დღის და ღამის კრემი.
ჭეშმარიტი სილამაზე ყველაფერში სრულყოფილებას ან დაუსრულებელ ახალგაზრდობას როდი გულისხმობს. ეს არის თავდაჯერებულობის შეგრძნება ნებისმიერ ასაკში. NovAge Time Restore სერია საშუალებას გაძლევს შეხვდე ასაკობრივ ცვლილებებს შეიარაღებული და მოაშორო კანს ასაკობრივი ნიშნები — აღადგინო კანის სიმკვრივე და სახის კონტურები, ებრძოლო ღრმა ნაოჭებს, სიმშრალეს და პიგმენტურ ლაქებს. NovAge Time Restore სერია ცვლის შენს წარმოდგენას მოწიფულ კანზე და გეხმარება გამოიყურებოდე ისე ახალგაზრდულად, როგორც ამას შინაგანად გრძნობ.
ინოვაციური ანტიასაკობრივი ტექნოლოგიის, Genistein SOY-ის და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტის, Plantago Lanceolata-ის მეშვეობით Time Restore სერია ინტენსიურად კვებას, ატენიანებს და ამკვრივებს კანს. სახის კონტურები უფრო გამოკვეთილი, ხოლო ღრმა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. პირველი ინგრედიენტი ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას და უჯრედშორისი დატენიანების პროცესებს, რაც განაპირობებს კანის სიგლუვეს, სიმკვრივეს და ელასტიურობას. მეორე ინგრედიენტი აძლიერებს უჯრედშორის მატრიქსს და ხელს უწყობს პიგმენტაციის თავიდან აცილებას. სწორედ ეს არის საჭირო მოწიფული კანის ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად!