როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია ყოველდღე

მოტივაცია გვიბიძგებს მივაღწიოთ შედეგებს, მაგრამ მისი შენარჩუნება ყოველთვის იოლი არ არის. იყო ზეპროდუქტიული ყოველდღე რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება ზამთარი. მაშინ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდა, არის საწოლში გორაობა და სატელევიზიო სერიალების ყურება. საბედნიეროდ გვაქვს რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარება შეინარჩუნო მოტივაცია ცხოვრების შემცვლელი ჩვევებიდან ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ სილამაზის პროდუქტებამდე.

ცხოვრების შემცვლელი დილის ჩვევები, რომელთა შესახებ არც კი გეპარება ეჭვი

არ ღირს სათანადოდ ვერ შეაფასო დილის ჩვევების მამოტივირებელი ძალა - ის, რითაც იწყებ შენს დილას, გეზს აძლევს მთელ მომავალ დღეს. თუ დილით, თვალის გახელისას, მაშინვე სმარტფონისაკენ მიიწევ, ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდი იდეაა! სცადე პირველი 30 წუთის განმავლობაში ტელეფონი ძილის რეჟიმში დატოვო და ეს დრო სასიამოვნო ჩვევის შესაქმნელად გამოიყენო, რომელიც პოზიტიურად გაგაწყობს მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, საუზმისთვის შეგიძლია მოამზადო სმუზი, გაისეირნო სუფთა ჰაერზე გონების გასასუფთავებლად ან ჩაატარო ბიუთი-რიტუალი, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვის ნაწილი. ეს ყველაფერი კარგი ჩვევებია, რომლებიც დაგეხმარება სწორად დაიწყო დღე.

 

გააუმჯობესე შენი კოსმეტიკური ჩანთა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საშუალებით

არ შეიძლება უარვყოთ არომატების ემოციური ძალა - ჩვენ ყველას გვქონია ბავშვობის ნოსტალგია, როდესაც შევისუნთქავდით ჩვენი დედების სუნამოს ან ჩვენი პირველი ტუალეტის წყლის სურნელს. დღეს კოსმეტიკური ბრენდები იყენებენ ამ ემოციურ კავშირს პროდუქტების შემუშავებისთვის, რომლებიც ქმნიან სასიამოვნო შეგრძნებებს, გამამხნევებელი ეთერზეთებიდან დაწყებული, შხაპის გელებით დამთავრებული, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. ქალისა და მამაკაცის ახალი სუნამოები Greater-ისგან შექმნილია AuraScent ტექნოლოგიაზე დაყრდნობით და ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ეს არომატები დადებით ემოციებს აღძრავენ, ენერგიას და სიმხნევეს განიჭებენ მთელი დღის განმავლობაში. სასიამოვნოა გქონდეს კარგი სურნელი და მეტი მორალური ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად? წაუგებელი ვარიანტია!

 

იპოვე მეგობრები

საკუთარი თავის მოტივაცია დღიდან დღემდე ადვილი არ არის, ამიტომ მეგობრების წრე და შთამაგონებელი მენტორების მხარდამჭერი გარემოცვა შენი ოცნების მიღწევის გასაღებია. იფიქრე მათზე, როგორც შენი პერსონალური მხარდაჭერის ჯგუფზე, რომელიც შენთან ერთად  აღნიშნავს წარმატებას და გამხნევებს რთულ დღეებში, როდესაც არ გაქვს მოტივაცია. ისინი ასევე გვერდით იქნებიან, რომ აკონტროლონ შენი შედეგები გზის თითოეულ ეტაპზე. და დიახ, მცირე შუალედური მიზნების თვალის მიდევნება - სწორედ ის არის, რაც საჭიროამოდი თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: საკმარისი არ არის მხოლოდ გადაწყვიტო, სად გსურს რომ აღმოჩნდე, ამისთვის ასევე უნდა გააკეთო  რაიმე. ასე რომ, იპოვე შენი ხალხი - და შთააგონეთ ერთმანეთ.

ტექსტი: