წმენდა
მარტივი წესი: ჭუჭყისგან გაწმენდილი ფორები ნაკლებად შესამჩნევია ვიდრე ცხიმისგან, მტვრისგან და ა.შ. სწორედ დაბინძურება ხდის შენს ფორებს ხილვადს, ხოლო სავსე ფორებიი იქცევიან შავ წერტილებად, რომელთა არ შემჩნევაც შეუძლებელია.
დილით და საღამოს კანის გაწმენდა მოგაშორებთ სებუმის ზედმეტ რაოდენობას და მაკიაჟის ნარჩენებს. დაიწყე გამწმენდი საშუალებით, შემდეგ ისარგებლე მატონიზირებელი საშუალებით – ის მოგაშორებთ ჭუჭყის ნარჩენებს. ამ საკითხს ურო ეფექტურად გადაჭრის კანის გამწმენდი აპარატი: კლინიკურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა მისი უნარი, გახადოს ფორები ნაკლებად შესამჩნევი რამოდენიმე კვირის მანძილზე.
გარეშე აგრესორებისგან დაცვა
მზის გამოსხივება, დაულაგებელი ცხოვრების წესი, სტრესი, მოწევა – ყველაფერი ეს უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე მთლიანად და კერძოდ ფორების ხილვადობაზე. ულტრაიისფერი სხივები ასუსტებს კანის სტრუქტურას, რის შედეგადაც ფორები იწყებენ გაჭიმვას: ამას, რომ თავი ავარიდოთ, აუცილებელია ვისარგებლოთ მზისგან დამცავი საშუალებებით. ჯანსაღი ძილი რვა საათის განმავლობაში ასევე დადებითად მოქმედებს კანის მდგიმარეობაზე. ხოლო ის რომ მოწევა დამღუპველი ჩვევაა, ვიმედოვნებთ რომ ამას გამეოირება არ სჭირდება.
იმეგობრეთ მჟავებთან
ფაქტი: ფორებს არ შეუძლიათ გაიხსნან და დაიხურონ( მათ არ აქვთ კუნთები), ხოლო კანის მკვდარ უჯრედებს შეუძლიათ შეავსონ ფორები და იმოქმედონ მათ ვიზუალურ აღქმაზე. ამქერცლავი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ გლიკოლინის და სალიცინის მჯავას, ასევე ბეტა და ალფამჯავებს ამუშავებენ კანის ზედაპირს, რათა მოაშორონ მკვდარი უჯრედები. Ecollagen სერიის შრატი, მატონიზირებელი საშუალება NovAge და ღამის კრემი True Perfection შეიცავს ამ სასარგებლო მჟავებს და დაგეხმარებიან შეამცირონ ფორების ვიზუალური გამოვლინებები.
დატენიანება
თუ ცხიმიანი კანი გაქვს, შესაძლებელია გადიდებულ ფორებზე შენ მეტი გსმენია ვიდრე სხვებს. შენ იცი, რომ საჭიროა თავი აარიდო კრემებს, რომლებსაც გაჯერებული სტრუქტურა აქვთ და ავსებენ ფორებს. უპირატესობას ანიჭებ მსუბუქ ლოსიონებს და დამატენიანებელ გელებს. მაგრამ ყველაზე მთავარია თავი არ ავარიდოთ დატენიანებას, როგორი არალოგიკურიც არ უნდა მოგეჩვენოს: რაც უფრო დატენიანებულიაა შენი კანი, მით მსხვილია მისი უჯრედები და მცირეა ფორები (ასევე ვიზუალურადაც).
შენიღბვა
გსურს ფორების სწრაფად დაფარვა? შენ დაგეხმარება გამათანაბრებელი NovAge პრაიმერ-მოვლა. დაიტანე ის პირველ ფენად – იდეალურად დაჯდება შენს კანზე, ხოლო გაფანტული ნაწილები შექმნიან უზადო ეფექტს. დარჩება მხოლოდ დავიტანოთ მასზე ფუძე – და შენ მზად ხარ მაკიაჟის გასაკეთებლად.