ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)
NovAge

ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)

31547
76,99 GEL 96,00 GEL
30 მლ
მიტანა

მიტანა

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში როგორ შევიძინოთ.


ნაოჭების საწინააღმდეგო მაღალეფექტური შრატი დაპატენტებული ტრიპეპტიდ-ტექნოლოგიით და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით.ამცირებს ნაოჭებს, ავსებს მათ შიგნიდან, არბილებს კანს და ახალისებს კანის ტონს. აძლიერებს ნაოჭების საწინააღმდეგო დღის და ღამის კრემების მოქმედებას. ნაზი სურნელით.

იდეალური შედეგის მისაღწევად, მიჰყევი ჩვენს მარტივ რჩევებს...


  1. წაისვი შრატი სუფთა კამზე და დეკოლტეს ზონაზე თითის ბალიშებით, მოარიდე თვალების გარშემო არეალს. ის შეიცავს კანის ახალგაზრდულობისთვის აუცილებელი ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას და აძლიერებს დღის და ღამის კრემების მოქმედების ეფექტურობას.
  2. ნაოჭებთან ბრძოლის მაქსიმალური ეფექტისთვის, ჩვენ გირჩევთ NovAge Ecollagen საშუალებების კომპლექსურ გამოყენებას.

კლინიკურად დამტკიცებულია, რომ კანის კომპლექსური მოვლის NovAge True Perfection გამოყენება 7-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება.


4-ნაბიჯიანი სისტემა ყოველდღიური მოვლისათვის NovAge Ecollagen პროდუქტებით შექმნილია ისე, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებდეს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებს ერთმანეთის ეფექტურობას.

  • დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკი NovAge (33984) — ორი ეფექტი ერთ საშუალებაში. ის ღრმად წმენდს, კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ატენიანებს, ატონიზირებს და ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.
  • ნაოჭების საწინააღმდეგო თვალი კრემი NovAge Ecollagen (31546) აგლუვებს და არბილებს თვალების გარშემო კანს, რეგულარული გამოყენებისას ამცირებს ნაოჭებს და ჩამუქებულ უპეებს.
  • ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი NovAge Ecollagen (31547) აძლიერებს დღის და ღამის კრემების ზემოქმედებას.
  • ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი SPF 15 NovAge Ecollagen (31544) ინტენსიურად ატენიანებს და იცავს კანს ფოტოდაბერებისგან, ხოლო ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი NovAge Ecollagen (31545) უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, უბრუნებს სიმკვრივეს და ელასტიურობას კანს ძილის დროს.

შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია მიეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც სერია NovAge Ecollagen პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსური მოვლისას, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართოთ ისინი თქვენს მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენოთ სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები:


  • ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი (nicotiana sylvestris leaf cell culture): ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას და ბლოკავს მისი ენზიმების შემანელებლებს. შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს და ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. ეფექტი აშკარაა და დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით: NovAge Ecollagen საშუალებები ამცირებს ნაოჭების გაჩენას 33%-ით 12 კვირაში, არბილებს, აგლუვებს და ახალისებს კანს. კლინიკურად დადასტურებულია ასევე, რომ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეების ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს 200%-ით მეტად.

  • დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგია (hydrolyzed rice protein, triticum monococcum seed extract, hydrolyzed yeast protein): ეფუძნება სამ მცენარეულ პეპტიდს, რომელიც მიიღება ხორბლის, ბრინჯისა და საფუარისაგან და გააჩნია ძლიერი ანტიასაკობრივი თვისებები: ხორბალი იცავს დნმ-ს ფოტოდაბერებისაგან, ბრინჯი ააქტიურებს უჯრედულ ენერგიას, ხოლო საფუარი პასუხისმგებელია კოლაგენის სინთეზზე. აბორატორიულ პირობებში თითოეული ეს პეპტიდი აჩვენებს კოლაგენის წარმოების სტიმულირების მაღალ უნარს და ერთად ისინი აჩვენებენ გასაოცარ სინერგიულ ეფექტს - კოლაგენის სინთეზი თითქმის ორჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე თითოეული ცალკეული პეპტიდის შემთხვევაში.

ინგრედიენტები

AQUA, ALCOHOL DENAT., DIMETHICONE, BETAINE, PROPANEDIOL, PPG-5-LAURETH-5, AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER, GLYCOLIC ACID, SILICA, GLYCERIN, CETEARETH-20, PHENOXYETHANOL, SODIUM ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER, PARFUM, SODIUM HYDROXIDE, IMIDAZOLIDINYL UREA, BUTYLENE GLYCOL, ISOHEXADECANE, DIMETHICONOL, SALICYLIC ACID, LACTIC ACID, POLYSORBATE 80, SODIUM HYALURONATE, TRITICUM MONOCOCCUM SEED EXTRACT, HYDROLYZED RICE PROTEIN, HYDROLYZED YEAST PROTEIN, NICOTIANA SYLVESTRIS LEAF CELL CULTURE
შენი კანი შენზე ახალგაზრდულად გამოიყურება! განახლებული ანტიასაკობრივი საშუალებების სერია NovAge Ecollagen, დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნბრივ კომპონენტებზე, მცენარეთა ღეროვან უჯრედებსა და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.