უსაფრთხო მზე: კითხვები და პასუხები

ყველაზე პოპულარული კითხვები ზაფხულის პერიოდში კანის მოვლის შესახებ დავუსვით კლარა ლა ბერს, ორიფლეიმის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარ ქიმიკოს-ტექნოლოგს.

რა განსხვავებაა UVA- და UVB-სხივებს შორის?
მზის შუქი შედგება სხვადასხვა სიხშირის და სიგრძის მქონე ტალღებისგან. UVA-სხივები (ალფა სპექტრის სხივები) ულტრაიისფერი გამოსხივების გრძელი ტალღებია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან UVB-სხივებივით (ბეტა სპექტრის სხივები) ძლიერი, გაცილებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ, აქტიური არიან მოღრუბლულ ამინდში, შეუძლიათ მინიდან შეღწევაც. UVA-სხივები იწვევენ კანის ნაადრევი დაბერების ნიშნების, კერძოდ, მიმიკური ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას. როგორც წესი, მზისგან დამცავ სერიებს ორივე ტიპის სხივებისგან დაცვის მექანიზმი გააჩნიათ. 

UVB-სხივებს მოკლე ტალღა აქვთ. მათ ნაწილს ღრუბლები შთანთქავენ, ნაწილს კი — ოზონის შრე, მაგრამ დარჩენილ პროცენტს შეუძლია მზის დამწვრობის და კანის შეწითლების გამოწვევა. მოღრუბლულ ამინდში ან მინიდან შეღწევა და მოქმედება ასეთ სხივებს არ შეუძლიათ. სეზონის, ადგილმდებარეობის და დღე-ღამის მონაკვეთიდან გამომდინარე UVB-სხივები განსხვავებულად მოქმედებენ, მაგრამ აქტიურობის პიკი ორივეს შემთხვევაში ერთნაირია: 10-დან 16 საათამდე. კანის ხილვადი ცვლილებების თითქმის 80% ფოტოდაბერების შედეგია, ამიტომ ყოველთვის გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალება! ამასთანავე, ადეკვატური დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. 

ვგრძნობ, რომ რუჯი მიხდება, კანი ჯანსაღად და გასხივოსნებულად გამოიყურება. აუცილებელია თუ არა სანსქრინის გამოყენება?
დიახ, რადგანაც კანის დაბერების 80%  — ცხოვრების სტილთან დაკავშირებული პროცესია  ულტრაიისფერი გამოსხივება არასასიკეთოდ მოქმედებს: დატენიანების და ელასტიურობის ნაკლებობა, სიმკვრივის დაკარგვა, პიგმენტაციის დარღვევა და კანის ფოტოდაბერება. არ დაგავიწყდეს მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება, აირჩიე სწორი SPF და მოვლა (გიამბობთ დაწვრილებით). 

რა არის SPF? საკმარისია თუ არა SPF 6 ქალაქში თუ უფრო ძლიერი დაცვა მჭირდება?
მოდი გავარკვიოთ! SPF (Sun Protection Factor; მზისგან დამცავი ფაქტორი) განსაზღვრავს, თუ რამდენად ეფექტურად იცავს მზისგან დამცავი საშუალება კანს მისი დაზიანების გამომწვევი UVB-სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან. დამცავი საშუალების სახელწოდებაში მითითებული ციფრი აჩვენებს დროის იმ პერიოდს, რომელიც მისი წასმის შემდეგ შეგიძლია გაატარო მზეზე კანისთვის ზიანის მიუყენებლად. მარტივი ფორმულა: თუ შეგიძლია მზეზე 10 წუთი დაჰყო და არ დაიწვე, მაშინ SPF 6 დროის ამ პერიოდს 6-ჯერ გაზრდის — 60 წუთი. SPF 15 გაზრდის 15-ჯერ — 150 წუთი. გირჩევთ პროდუქტების არჩევას დამცავი ფაქტორით 15-დან და ზევით, იმისდა მიუხედავად, ქალაქში იმყოფები თუ დასასვენებლად. გახსოვდეს, რომ SPF მხოლოდ ანელებს დაზიანების რისკს, მაგრამ თავიდან არ აგაცილებს მას. ამიტომ, თუ ცურავ ან ოფლიანობ, ყოველ ორ საათში გამოიყენე სანსქრინი და დაიცავი კანი ტანსაცმლით. 

სანსქრინი ან ვიტამინი В:  შემიძლია ერთად გამოვიყენო?
დიახ, რა თქმა უნდა! თუ დღის განმავლობაში არანაკლებ 15 წუთს ქუჩაში ატარებ, მაშინ D ვიტამინის რეკომენდებულ დოზას იღებ. მაგრამ მზისგან დამცავი საშუალებების გამოუყენებლობა და კანისთვის საფრთხის შექმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ბუნებრივი გზით მიიღო D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა, სწორი გადაწყვეტილება არ არის. გარდა ამისა, აუცილებელი არ არის, რომ გარეთ მზიანი ამინდი იყოს, სრულებით საკმარისია ღრუბლიანი ამინდიც.  

რედაქტორის რჩევა
ევროპაში მზისგან დამცავი პროდუქტების წარმოების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სტანდარტებია. წარმოადგენს რა შვედურ კომპანიას, ორიფლეიმი თავის საქმიანობას ამ წესების სრული დაცვით აწარმოებს. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი მზისგან დამცავი საშუალება და დარწმუნებული იყო, რომ იგი დაიცავს შენს კანს ნაადრევი დაბერებისგან და მზის დამწვრობისგან. 

მოერიდე მზეზე დიდხანს ყოფნას, დალიე წყალი საკმარისი რაოდენობით, მიირთვი ჯანსაღი საკვები და არ დაივიწყო კომპლექსური მოვლა, რომელიც საჭიროა შენი კანის სწორი წმენდისთვის და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფისათვის.      

 

 

ტექსტი: