1. არ დაუშვა შეცდომა: არ გახვიდე ოთახიდან მულტიდამცავი საშუალებების გარეშე. მხოლოდ SPF დაიცავს შენს კანს მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან.
2. შესაძლოა, შენ არ ხარ ჩახედული დეტალებში, მაგრამ იცოდე: ტუჩები იწვის მზეზე სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო მეტად. მაღალი SPF-ის მქონე ბალზამი დაარბილებს მათ და დაიცავს დაზიანებისგან.
3. სახის სპრეი ან ტონიკი უკეთესია შეინახო მაცივარში — ასე ისინი მეტად ეფექტური იქნებიან და მეტად გაახალისებენ კანს და დაიცავენ სიცხისგან. მაგალითად, სერია Ecobeauty-ის გამახალისებელი ტონიკი: შეიცავს ორგანულ ვარდისფერ და გვირილის წყალს, ასევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს!
4. არ დაგავიწყდეს თავის კანზე ზრუნვა! მზის დამწვრობა ამ არეში არა მარტო მტკივნეულია, არამედ შეიძლება კანის აქერცვლამდეც მიგიყვანოს. აუცილებლად დაიმუშავე თმის გამყოფი ხაზი მზის დამცავი საშუალებით ან განსაკუთრებით მზიან დღეებში ატარე თავსაბურავი.
5. აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება აუცილებელია კანის კომპლექსური მოვლისთვის. ეს საშუალებები ათავისუფლებენ კანს მკვდარი უჯრედებისგან, აჩქარებენ მისი აღდგენის პროცესს და კანს ხდის უფრო მეტად ხავერდოვანს. იმისათვის, რომ დაიცვათ კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, გამოიყენე კანის გამწმენდი აპარატი ან სკრაბი, ან ჰიდრომჟავების ბაზაზე დამზადებული საშუალებები.
6. ახალი ხილი და ბოსტნეული — საუკეთესო ინვესტიციაა კანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა არჩევანი დიდია, ფასები დაბალი. მიაქციე ყურადღება მოცვი, კივი, ფორთოხალი, პაპაია და მარწყვი — ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს!
7. არსებობს უამრავი საშუალება მოვიშოროთ არასასურველი თმა ფეხებზე. თუ შენ უპირატესობას ანიჭებ გაპარსვას, დროა გადახვიდე ცვილის ზოლების აქტიურ გამოყენებაზე. სკრაბის ყოველდღიური გამოყენება და შემდგომი დატენიანება სწრაფი შეწოვადი კრემით, დაგეხმარება შეინარჩუნო ფეხები საუკეთესო ფორმაში.
9. ატარე მზის სათვალე და დაიცავი თვალის გარშემო კანი ნაოჭებისგან და მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან. თვალების ნაზი ზონა დაიტენიანე სპეციალური კრემის — საშუალებით.
10. ხელებზე ზრუნვა აუცილებელია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება მათი მოვლა და უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი (კანი) ასევე მიდრეკილნი არიან ჰიპერპიგმენტაციის და ნაოჭების გაჩენისკენ. შენ დაგეხმარება ხელის კრემი SPF დაცვით, რომელიც ერთდროულად არის დამცავი და მკვებავიც.
11. დეკოლტეს ზონა — როგორც წესი კანი აქ თხელია და უფრო მშრალი, ვიდრე სახეზე, ამიტომ უფრო მეტად არის მიდრეკილი არასასიამოვნო ფაქტორების ზემოქმედებისგან, ისეთი როგორიც მზის სხივებია. იმისთვის, რომ დავიცვათ კანი, ისარგებლე მზისგან დამცავი კრემით ყოველ დღე.
12. სანაპიროს შემდეგ აუცილებელია აღვადგინოთ კანის ტენიანობის დონე და მინიმუმამდე დავიყვანოთ მზის სხივებით გამოწვეული ზიანი. საშუალებები ალოე ვერას ექსტრაქტით — საუკეთესო არჩევანია. ისინი გააგრილებს, მოხსნის სიწითლეს და დაატენიანებს გახურებულ კანს.
13. კანი რომ ავარიდოთ მზის სხივების მავნე ზემოქმედებას, შეგიძლია ისარგებლო ავტორუჯით. მაგალითად, ტანის სპრეი-ავტორუჯი — ლამაზია და უსაფრთხო.
14. ქლორი, რომელსაც შეიცავს აუზი, აზიანებს კანის ზედა ფენას, რომელიც ინარჩუნებს მის ტენიანობას. ამიტომ აუცილებელია აუზზე ყოფნის შემდეგ შხაპის მიღება — ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ კანის გამოშრობა და სხვადასხვა დაზიანებები.
15. თუ სიცხეში კანზე ჩნდება ლაქები, გირჩევთ დაიბანოთ ცივი წყლით — ის შეავიწროვებს კაპილარებს და შეამცირებს სიწითლეს.