სანნა ფრანკლინი: მე ზაფხულის ნამდვილი ფანი ვარ. ვგიჟდები მზეზე, ზღვის სანაპიროზე, ზღვაზე და საერთოდ მიყვარს სიცხე. ჩემი რჩევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ და მოუაროთ სხეულს ზაფხულში.
1. კანის აქერცვლა
სკრაბის გამოყენება კვირაში ორჯერ — ჩემი წვლილია კანის სიგლუვისთვის ბრძოლაში. კანზე ვისმევ შხაპის გელს და სკრაბს იმისათვის, რომ დავიმუშავო ინდაყვები და წვივები (ისინი ყველაზე მეტად შრება). მაგრამ ამით მუშაობა არ სრულდება! ხელების კანი აგრეთვე საჭიროებს მოვლას, ამიტომ მე ვიყენებ ხელის მკვებავ სკრაბს «რძე და თაფლი — ოქროს სერია». ის ხდის კანს გლუვს, რბილს და ანიჭენს რძისა და თაფლის სასიამოვნო არომატს. ეს სწორედ ის არის, რაც საჭიროა!2. სწორი გაპარსვა
ქვედატანები, კაბები და შორტები — თბილი ამინდი თავის მოდურ წესებს კარნახობს. კანის სიგლუვის შესანარჩუნებლად და გაპარსვისას ან დეპილაციისას ჭრილობების ან გაღიზიანებების თავიდან ასაცილებლად უფრო ხშირად გამოცვალეთ სამართებელი. ამასთან გამოიყენეთ საშუალებები გაპარსვამდე და გაპარსვის შემდეგ.
რა უნდა გააკეთოთ, თუ კანზე დაგრჩათ ნაკვალევები სამართლისგან? ნუ აღელვდებით! დაასველეთ ტილო ცივი წყლით და მიიდეთ რამდენიმე წუთით გაღიზიანებულ ადგილზე და შემდეგი ორი დღე არ გამოიყენოთ სპირტის შემცველი პროდუქტები. ამ პროდუქტებმა შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს კანს.
3. უსაფრთხო რუჯი
ყველამ ვიცით კანზე უი-გამოსხივების ნეგატიური გავლენის შესახებ. მაგრამ რა ზაფხულია ლამაზი რუჯის გარეშე? არანაირი! საბედნიეროდ არსებობს უკეთესი არჩევანი. გამოიყენე სკრაბი და ასაქერცლი საშუალება და მეორე დღეს — ავტორუჯი. გაიმეორე პროცედურა ყოველი ორი-ოთხი დღე იმისათვის, რომ თავიდან აიცილო ლაქების გაჩენა.
4. და დაცვა მზისგან
ყოველთვის გამოიყენე სანსკრინი — მაშინაც კი, თუ ჩრდილში იმყოფებით, სარგებლობთ ავტორუჯით ან მზე ღრუბლებს მოეფარა. მხოლოდ SPF დაიცავს თქვენს კანს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, აგაცილებთ პიგმენტური ლაქების გაჩენას და ნაადრევ სიბერეს.
5. კანის დატენიანება შიგნიდან
ზაფხულში კანის ტენიანობის შენარჩუნება — აუცილებლობაა. უფრო მეტი წყალი დალიეთ სიცხეში — ეს დაგეხმარებათ დაკარგული სითხის მარაგების შევსებაში თქვენს ორგანიზმში. ჩემი რჩევაა: აავსეთ წყლით ბოთლი, დაამატეთ ლიმნის თითო ოროლა ნაჭერი, მოათავსეთ მაცივარში და დალიეთ გრილი წყალი მთელი დღის განმავლობაში. მარტივი და სასარგებლოა.