სუნამო ინდივიდუალური ხასიათით: საუკეთესო არომატები მამაკაცებისთვის

ერთი არომატი გამოხატულებაა პირადი სტილის - ეს ნამდვილად არ არის აქსიომა. მამაკაცის პარფიუმერიის კოლექცია, ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში, დაგეხმარება ხაზი გაუსვა სხვადასხვა ხასიათს და შექმნა ყოველ დღე ახალი იმიჯი. რომელს ირჩევ შენ?

შეუდარებელი იტალიის სანაპირო

გრძნობ ზღვის შხეფების სიგრილეს? მასში ერთმანეთს ერწყმის ზღვის, ბალახის და მზით გამთბარი ხის სურნელი. ეს ის ფუფუნებაა, რომელსაც ცხოვრება გჩუქნის. დატკბი ცხოვრების ყოველი წამით. ხის-წყლის კომპოზიციის ტუალეტის წყალი Mister Giordani Aqua ცენტრში  - მიმზიდველი ზღვის ხის აკორდია. ზღვის წყლით დაჟღენთილი მარილიანი ხის ნაჭრების სიდიადე ერწყმის აბზანდას და ცოცხალი ვეტივერის მცენარეულ სიმწარეს - მამაკაცების არომატების Giordani Gold კლასიკური ნოტი. 

 

 

 

თანამედროვე ჯენტლმენის იდეალი

რომანტიკის, ქარიზმისა და კეთილშობილების კომბინაცია - ქალბატონმა ვერც კი შეამჩნია, თუ რა სწრაფად დაიპყარი მისი გული. ის შენზე მუდამ ოცნებობდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ შენ იქნებოდა ასეთი - იდეალური ჯენტლმენი 21 საუკუნის.

შენს ბუნებრივ ქარიზმას ხაზს უსვამს არომატი DEBONAIR, რომელიც კედარის ნემსების აკორდის და ბუნებრივი-ხის ნიუანსებზეა შექმნილი. კედარის ნემსების ზეთი ცნობილია მისი მატონიზირებელი თვისებებით: ის გავსებს ენერგიით, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გიცავს დეპრესიისაგან და გეხმარება მშვიდი თავდაჯერებულობის მიღწევაში.

 

ექსტრიმის ფანატი
ქაღალდის დოკუმენტების გადარჩევა ოფისში ცხრიდან ექვს საათამდე, კოსტუმის ტარება და ბიზნეს-ლანჩებზე სიარული — მისი ღამის კოშმარი უეჭველად ასე გამოიყურება. მასში ერთმანეთს ერწყმის ადრენალინის წყურვილი და სიმშვიდე, სულიერი სითბო და ძლიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. 

გააკეთე ის, რისი გამბედაობაც გაკლდა, და მხარი დაუჭირე შენს შეუპოვრობას არომატით GLACIER FIRE: ცოცხალი, გრილი და თბილი ხის ნოტების კონტრასტი საჭირო მომენტში ენერგიას შეგძენს.  

თავგადასავლებით შთაგონებული
მისი პასპორტი აჭრელებულია მხოფლიოს სხვადასხვა კუთხის ვიზებით,  ტელეფონი სავსეა ყველაზე ლამაზი ლოკაციების სქრინშოტებით, მარშრუტებით და გეგმებით. ველური ბუნება და თანამედროვე არქიტექტურა, ტექნოლოგიური აზია და იდუმალი აღმოსავლეთი — მას ჩვენი პლანეტის კონტრასტები ანცვიფრებს და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს. 

გრძნობ, რომ დიდხანს შემორჩი ერთ ადგილზე? სცადე ტუალეტის წყალი BORN TO FLY FOR HIM: მექსიკური აგავა, ფრანგული ლავანდა და იაპონური იუძუ ახალი თავგადასავლებისკენ შთაგაგონებს.

დამათრობელი ვნება
მან მკაფიოდ იცის, რა უნდა და სასურველის მიღება ძალუძს. ტყავის ქურთუკი, უბრალო მაისური თუ კლასიკური კოსტუმი — ვერცერთი ტანისამოსი ვერ მალავს მის ძლიერ შინაგან ძალას და მძიმე, მიმზიდველ მზერას, რომელიც სავსეა სინათლით, ცეცხლით.    

აირჩიე არომატი SO FEVER TOGETHER FOR HIM საღამოსთვის, პაემანისთვის იმ ერთადერთ ქალთან — ცხარე წიწაკის პიმენტოს ნოტა, რომელსაც სალბის და დარიჩინის არომატები ერწყმის, ყველაფერს გააკეთებს შენს მაგივრად. 

მინიმალიზმი და სიმსუბუქე
ადრიანი დილა, სიჩუმე, სიწყნარე და არავითარი აჩქარება და ფაციფუცი. ფინჯანი ყავა, საყვარელი ტოსტები და საუზმედ ახალი ამბების ლენტი. შესაძლოა, ეს დასვენების დღეა, ან ჩვეულებრივი დღეები, რომლებიც სავსეა საზრუნავით. არ გინდა თავი შეიწუხო და შეიზღუდო მოდური, მაგრამ მოუხერხებელი, არაკომფორტული ტანსაცმლით. გინდა ჯინსები, თეთრი მაისური. მძიმე სუნამო? დღეს არა!

განტვირთვისთვის გამოგადგება პარფიუმერული სპრეი: გამამხნევებელი ან ფუჟერული, მათი სურნელი არ შეაწუხებს არავის ტრანსპორტში ან ოფისში.

შინაგანი თავისუფლება
სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური, ბინის ყიდვა, შვილიშვილები — დაგეგმილი ცხოვრება მისთვის არ არის. ის მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს, არ არის დამოკიდებული სხვის აზრზე, ინსტიქტებს მიჰყვება და შეუმცდარად ირჩევს თავის გზას ცხოვრებაში.  

რუტინამ გშთანთქა? სცადე გასცდე ჩარჩოებს, გაარღვიო საზღვრები BE THE WILD LEGEND. არომატთან ერთად. ეს არის თავისუფლების ჭეშმარიტი სურნელი: ამბრის, შავი პილპილის და ჰიბრიდული ლავანდის მწკლარტე სურნელი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ატმოსფეროდან გამოგიყვანს.   

ტექსტი: ფოტო: Oriflame