ბლოგერები ირჩევენ THE ONE: საახალწლო მაკიაჟი

გახდი ახალი წლის ღამის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი! შეკრიბე შენი ბრჭყვიალა მაკიაჟის საშუალებები და გაიმეორე პოპულარული ბლოგერების მაკიაჟი წამწამების ტუშის გამოყენებით THE ONE Wonderlash XXL 5-1-ში.

სადღესასწაულო ნუდი მაკიაჟი

ალინა ნაზაროვა @nazarovabeauty, 300k გამომწერი

თუ შენ გიყვარს სადა იმიჯის შექმნა, გაიმეორე ალინას მაკიაჟი. თანამედროვე მბზინავი კანის ეფექტი, მსუბუქი კონტურინგი და სმოუქი თვალები იისფერ ტონებში და ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხიეს ყოველდღიური მაკიაჟის უფრო მკვეთრი ვერსიაა, რომელიც გაალამაზებს ნებისმიერ გოგონას!

გადადი ბმულზე და იხილე, თუ THE ONE ბრენდის რომელი პროდუქტები გამოიყენა ალინამ ამ იმიჯის შესაქმნელად.

დაჩრდილული ისარი
დარია აბრამოვსკაია @abramovskayada, 138k გამომწერი

 თუ შენ მაკიაჟის გაკეთებისას გიყვარს აქცენტის გაკეთება ისრებზე, სცადე დაშას სადღესასწაულო მაკიაჟის გამეორება. დაჩრდილული ისარი ხდის გამოხედვას უფრო მიმზიდველს და იდუმალს, ხოლო ვერცხლისფერი ჩრდილი მატებს მაკიაჟს ბწყინვალებას. მაგრამ შენ შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ფერის მბრწყინავი ჩრდილი, რათა ის შეუხამო შენი სამოსის ან აქსესუარის ფერს. მთავარია, მაკიაჟის შექმნა დაასრულო მოცულობის მიმნიჭებელი ეფექტის ტუშით, რომელიც მდგრადი იქნება მთელი საღამოს განმავლობაში და არ გაიდღაბნება. სწორედ ასეთია წამწამების ტუში 5-1-ში THE ONE Wonderlash XXL ლიმიტირებული გამოშვებით.

გადადი ბმულზე და იხილე, თუ THE ONE ბრენდის რომელი პროდუქტები გამოიყენა დარიამ ამ იმიჯის შესაქმნელად.

 

იდუმალი სმოუქი თვალები


დაშა კლიუჩი @darya_key, 79,9k გამომწერი

სმოუქი თვალის მაკიაჟი აბსოლუტურად ყველას ერგება. დაშა კლიუჩმა კი შეარჩია ჩრდილები, რომლებიც ხაზს გაუსვამს და გამოკვეთავს თვალის ნებისმიერ ფერს. თუ არ იცი, რომელი თვალის ჩრდილები აარჩიო, გამოიყენე ღრმა ნაცრისფერი ჩრდილი და არ დაგავიწყდეს თვალის პრაიმერის წასმა, რათა მაკიაი მეტად ნათელი და მდგრადი გახადო.

გადადი ბმულზე და იხილე, თუ THE ONE ბრენდის რომელი პროდუქტები გამოიყენა დაშამ ამ იმიჯის შესაქმნელად.