1. პატარა ცვლილებები
ზოგჯერ მიზნის მისაღწევად არ არის აუცილებელი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. საკმარისია პატარა, მაგრამ ყოველდღიური ნაბიჯები, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოთ საკუთარი თავისთვის უკეთესი ვერსიის მისაღებად. სცადეთ, მაგალითად, დაიძინოთ საღამოს 21:00 საათზე თუნდაც კვირაში ორი დღე, მიიღოთ დანამატები საკვები ნივთიერებების დეფიციტის შესავსებად და შეწყვიტოთ ტელეფონში ყურება დილაობით და ძილის წინ. აირჩიეთ და იმოქმედეთ!
ჩვენი საყვარელი დანამატები: ველნეს პეკი ქალებისთვის, კომპლექსი «ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი».
2. 5 წუთი ფეისბილდინგისთვის
ჩვენს სახეზე 40-ზე მეტი კუნთი არსებობს: მაშ, რატომ არ უნდა ავარჯიშოთ ისინი ისევე, როგორც მთელი სხეულის კუნთები? სცადეთ ფეისბილდინგი: მას ტონუსში მოჰყავს სახის კუნთები, ხელს უწყობს მისი კონტურის გამაგრებას და კანს სიმკვრივეს ანიჭებს. დიახ, ეს მამაკაცებსაც ეხება! დაიწყეთ დღეში ხუთი წუთით, ინტერნეტში განთავსებული ნებისმიერი მასტერკლასის მიხედვით და მალევე დაინახავთ შესამჩნევ განსხვავებას. ჩვეულებრივი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საშხაპესკენ მიეშურებით — და აქაც ასევე უნდა დაიბანოთ პირი და დაიტანოთ თქვენი კომპლექსური მოვლის ყველა საშუალება.
ჩვენ გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო კომპლექსურ მოვლას NovAge Ecollagen Wrinkle Power.
3. შინაგანი სილამაზე
თუ უკვე საყვარელ კომპლექსურ მოვლას იყენებთ, დროა კანზე ზრუნვის შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ჯანმრთელობა და სილამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რას ვისმევთ მის ზედაპირზე, არამედ ცხოვრების წესზე, კვებაზე და სპეციალურ დანამატებზე, რომლებიც შექმნილია ჩვენი კანის საჭიროებების გათვალისწინებით.
4. SPA სახლის პირობეში
ჩვენი სახე ყოველთვის პირველ ადგილზეა და ჩვენ მას დიდ ყურადღებას ვაქცევთ: კომპლექსური მოვლა, ნიღბები, პროცედურები. მაშ, რატომ არ უნდა იზრუნოთ ასევე გულდასმით სხეულის კანზე? დაიწყეთ ტანის სკრაბით რომელიც გამოირჩევა ნაზი ტექსტურითა და წარმოუდგენელი არომატით, შემდეგ დაიტანეთ ტანის ლოსიონი ნუშით, იზრუნეთ ტერფებზე, რომლების მთელი დღის მანძილზე გეხმარებოდათ გადაადგილებაში. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, შეცვალეთ პროდუქტები და პროცედურები, მაგრამ რაც მთავარია — დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, თუნდაც კვირაში ერთხელ და ეს ბედნიერებას მოგანიჭებთ.
5. სამყარო აბაზანაში
მედიტაცია დიდი ხანია გასცდა ფილმებისა და პრიალა ჟურნალების საზღვრებს და ჩვენი ცხოვრების ისეთივე ჩვეულებრივი ნაწილი გახდა, როგორც კბილების გახეხვა. ეს არის გონების ჰიგიენა, თქვენი აზრების წესრიგში მოყვანისა და თქვენი ჭეშმარიტი სურვილების მოსმენის უნარი. არსებობს ათობით დანართი მედიტაციისთვის, რომლებიც ამ, ერთი შეხედვით, რთულ ხელოვნებას ყველასთვის მისაწვდომად აქცევს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას – ასე რომ, არანაირი გამართლება აღარ არსებობს! ჩვენ გპირდებით: გაცილებით უფრო მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნობთ თავს, უფრო ადვილად მიეცემით ძილს და ღამით უკეთესად დაიძინებთ.