კანის საგაზაფხულო მოვლა: 4 ნაბიჯი ბრწყინვალებისკენ

შეიტყვე თუ როგორ გაუმკლავდე ზამთრის კანის პრობლემებს და შეცვალო შენი სახის მოვლის რუტინა გაზაფხულს, რათა შესძინო კანს მეტი ბრწყინვალება.

ზამთრის სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ბევრი თქვენგანის ქალაქში ალბათ ჯერ კიდევ ცივა, სულ მალე კი ნამდვილად ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი გაზაფხულის დადგომას. ზამთრის უმეტესი დღესასწაულები უკვე დასრულდა და საჩუქრებითაც გავაბედნიერეთ ჩვენი საყვარელი ადამიანები. სულ ცოტაც და ახალი სიცოცხლე დაიწყება. ჩვენი კაბები უფრო და უფრო მოკლე გახდება და დავიწყებთ შოპინგს თმილ ამინდში. თუმცა მანამ სანამ სახეა სხეულის ის მთავარი ნაწილი, რომელიც ცივი ამინდის პირისპირაა, საჭიროა მასზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ.

ამიტომ, ჩვენ გირჩევთ გამოიყენო სახის მოვლის ეფექტური საშუალებები, რომლებიც ნებისმიერი ბიუჯეტის ქონისას შეგიძლია შეიძინო.

ნაბიჯი #1: დატენიანება და კვება

თითოეული ჩვენგანის კანს სჭირდება მუდმივი კვება, ამიტომ საჭიროა ყოველდღიური რუტინის კრემებს დაუმატო ის საშუალებები, რომლებიც დამატებით დაატენიანებენ და გამოკვებავენ კანს.

ჩვენ გირჩევთ Optimals დამატენიანებელ ნიღაბს, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს მადისაღმძვრელი ტრიო შესძენს კანს გაზაფხულის მსგავს ნაზ ფერს და ხელს შეუშლის გაუწყლოვნებას. დამატებითი კვებისთვის გირჩევთ გამოიყენო პატარა, თუმცა ძალიან ეფექტური და დამხმარე საშუალება  — მკვებავი ბუსტერი Optimals. ის შეიცავს ვარდის, კანოლას და კამელინას ზეთებს და Е ვიტამინს, რომელიც გაზაფხულის პირველი ყვავილების ფურცლების სინაზეს შესძენს კანს. უბრალოდ დაუმატე რამდენიმე წვეთი შენი ღამის რუტინის ყოველდღიურ კრემს.

ნაბიჯი #2: გავაუმჯობესოთ კანის ელასტიურობა

კანის სეზონურმა სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს ნაოჭების მომატება და ახლის გამოჩენაც კი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გირჩევთ Royal Velvet გამამკვრივებელი სახის ნიღაბის გამოყენებას. მის შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავა და შავი ზამბახის ელექსირი კანს დაუბრუნებს ტენიანობას რამდენიმე წუთში. რეგულარული გამოყენებისას კვირაში 1-2-ჯერ, ნიღაბი ეფექტურად შეებრძოლება ასაკის მატებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ასევე, გირჩევთ გააძლიერო ნიღბის მოქმედება მრავალფუნქციური პროდუქტით. ინტენსიური დამარბილებელი სახის კრემი 3-1-ში Royal Velvet შეიძლება გამოიყენო, როგორც დღის კრემი, მაკიაჟის ფუძე ან გამამკვრივებელი ნიღაბი. საშუალებაში შემავალი ვიტამინი C დაუბრუნებს კანს ჯანმრთელ ბრწყინვალებას, ხოლო შავი ზამბახის ელექსირი გაზრდის ელასტიურობას.

ნაბიჯი # 3: ბრძოლა დაღლილ თვალებთან

ახლა კარგად დავაკვირდებით ქუთუთოების არეს. რას ვხედავთ არსებობს შეშუპება, მუქი წრეები ან ახალი ნაოჭები? არ დანებდე! ჩვენ გირჩევთ, გამოიყენო Optimals Hydra დამატენიანებელი თვალის კრემი ყველა ტიპის კანისთვის, რომელიც მყისიერად განაახლებს თვალებს, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტებით. როდიოლას ყვავილი დასაცავს კანს, ჰოპის ექსტრაქტი და კოფეინი კი, გააუმჯობესებენ მიკროცირკულაციას. ეფექტის გასაზრდელად გამოიყენე კრემი თვალის მასაჟორთან ერთად: ბურთის მაგარი მეტალი არა მხოლოდ კრემის თხელ ფენად განაწილებას შეუწყობს ხელს, არამედ დამატებით გააგრილებს კანს და მოგიხსნის შეშუპებასა და დაღლილობას.

ნაბიჯი # 4: ტუჩის კანის აღდგენა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თითოეულ ჩვენგანს გვსურს ნათელი და წვნიანი ფერის ტუჩსაცხების გამოყენება! ისე, რომ ისინი ამშვენებენ ჩვენს ტუჩებს და არ გამოკვეთონ აქერცლილი კანი. ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური საშუალებები, რათა ტუჩების კანი მეტად მოვლილი და ნაზი გავხადოთ.

შენი ტუჩების საუკეთესო მეგობარისპეციალური დამარბილებელი საშუალებაა. მისი რბილი ტექსტურა, ფუტკრის ცვილით, დაიცავს ტუჩების ნაზ კანს ნებისმიერ ამინდში და ამავდროულად, სასიამოვნო გამამხნევებელი სურნელი აგიმაღლებს განწყობას. გამოიყენე Love Nature 2-1-ში შაქრის ნიღაბი-სკრაბი პიტნითა და ლაიმით კვირაში ერთხელ ან ორჯერ. თუ დრო გაქვს, პროდუქტი გაიჩერე კანზე15 წუთის განმავლობაში. ვიტამინებით სავსე ლაიმისა და პიტნის ექსტრაქტები დაარბილებენ და დაატენიანებენ კანს. თუ დრო იწურება, უბრალოდ შეიზილე პროდუქტი ტუჩებზე და შემდეგ ჩამოიბანე წყლით. ლერწამის შაქრის ნაწილაკები მოაცილებს ტუჩებს ზედმეტი კანის ნაწილებს  და შემატებს ტუჩებს სიგლუვესა და ბუნებრივ ბრწყინვალებას.

ასე რომ, ეს ალბათ ყველა ხრიკია. გაზაფხულს უკვე თამამად შეგიძლია შეხვდე სრულად შეიარაღებული!

ტექსტი: