რა დამატებითი მოვლა სჭირდება თმას გაზაფხულზე?
პირველ რიგში აუცილებელია ორგანიზმს დაეხმარო ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტით, სტრესის შემცირებით და კარგი ძილით - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასუსტებული იმუნიტეტის და გაუარესებული შინაგანი რეზერვების პერიოდში. გაეცანი ჩვენი ველნეს-ექსპერტის ტანია რიბაკოვის რჩევებს, თუ რომელი პროდუქტები უნდა დავამატოთ რაციონში და ასევე, როგორ უნდა ვიზრუნოთ თმების სიჯანსაღეზე.
როგორ გავაძლიეროთ თმა მთელი სიგრძის გასწვრივ?
გაზაფხულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი დამცავი ბარიერის შენარჩუნება, და თმისთვის ამ დროს მთავარი დამხმარეა - ნიღაბი. ჩვენ გირჩევთ თმის გასამაგრებელ ზეთს ELEO. ის შეიცავს სამი ძვირფასი ზეთის კომპინაციას: ტამანუს ზეთი - მდიდადია ცხიმოვანი მჟავებით და აღადგენს დამცავ ბარიერს, არგანის ზეთი - ღრმად კვებავს და აფიქსირებს თმის ზედაპირს, ვარდის ზეთი - აძლიერებს თმას და ხდის მას მორჩილს.
ყველა ხშირად რომელ შეცდომას ვუშვებთ თმის მოვლისას?
ადამიანებს ავიწყდებათ, რომ სველი თმა ძალიან მგრძნობიარეა და ვარცხნილობის გაკეთებისას არაა საჭირო მათი ძლიერ დაჭიმვა. ასევე საჭიროა გვახსოვდეს, რომ თმა უნდა გავაშროთ პირსახოცით ძალიან ფრთხილად - გავჟღინთოთ ნელა და არა მთელი ძალით!
როგორ ავიცილოთ მშრალი თმა?
რასაკვირველია, საჭიროა ყოველთვის გამოვიყენოთ კონდიციონერი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია თმები დავიბანოთ ზომიერად თბილი წყლით და არა ძალიან ცხელი ან ძალიან ცივით. თავი აარიდე ზედმეტად ცხელ თმის საშრობს და გამოიყენე დამცავი საშუალებები, როდესაც იკეთებ ვარცხნილობას გახურების პროცესით.
კიდევ სხვა რა პრინციპები არის შესაფერისი ყველა ტიპის თმისთვის?
გაიგე რა სჭირდება შენს თმებს და გამოიყენე მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც მას უხდება. დაივარცხნე თმები აბაზანის მიღების წინ, რათა არ დააზიანო ის დასველებისას. კვირაში ერთხელ გამოიყენე თმის ნიღაბი, ის აღადგენს მას და აავსებს ენერგიით.