მოდით გავერკვიოთ დნმ-ში...
თუ ორი სიტყვით: დნმ-ის მოლეკულა ატარებს ინფორმაციას, რომელიც გაგვხდის ჩვენ ისეთს როგორებიც ვართ. ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ ინფორმაციას ორივე მშობლისგან ამიტომ იგი უნიკალურია. მსოფლიოში არ არსებობს ორი ადამიანი ერთნაირი დნმ-ით, გარდა თქვენი ტყუპისცალისა.
თუ ჩვენი გენები განსაზღვრავენ, როგორ გამოვიყურებით – თმის ფერს, სიმაღლეს და სხეულის წყობას, გამოდის რომ კანის მოვლა არც ისე მნიშვნელოვანია?
უკანასკნელი გამოკვლევები ამტკიცებენ საპირისპიროს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ 80% იმისა თუ როგორ გამოვიყურებით დამოკიდებულია გარემო პირობების ფაქტორებზე და ჩვენს პირად არჩევანზე .პირად არჩევანში ვგულისხმობთ იმას თუ რას ვჭამთ, როგორ წყალს ვსვავთ, საკმარისად გვძინავს თუ არა და ა.შ. გარემოს ფაქტორებში იგულისხმება მზის რადიაცია, მოწევა, დაბინძურება და დახურულ სივრცეში კონდიცირებულ ჰაერში დიდხანს ყოფნა.
რატომაა ეს ფაქტორები ასე მნიშვნელოვანი?
ძირითადად იმიტომ, რომ მათ მივყავართ უჯრედებში მჟავიანობის მომატებასთან და კანის სიბერესთან.
ჩვენი ორგანიზმის მიერ ჟანგბადის გამოყენების პროცესში წარმოიშვება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებს უჯრედებს. მცირე რაოდენობა თავისუფალი რადიკალებისა მეტად სასარგებლოა. მათ გარეშე ჩვენი ორგანიზმი ნორმალურად ვერ იფუნქციონირებდა. მაგრამ მათმა ნაკლებობამ შეიძლება მძიმე დაავადებამდე მიგვიყვანოს. ასევე კანის სიბერემდეც. სტრესი, მოწევა, ალკოჰოლი, მზის დასხივება და გარემო პირობების დაბინძურება მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას.
რამდენად საშიშია მზე კანისთვის?
მზის სხივების ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება მიგვიყვანოს მთელ რიგ უსიამოვნო შედეგებამდე, რომელთა შორის ყველაზე უარესია კანის კიბო. საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს პოგმენტაციის დარღვევას და ელასტინის და კოლაგენის დაშლას კანში, რასაც თავის მხრივ მივყავართ ნაოჭების წარმოქმნამდე და სახის კონტურების დარღვევამდე.
ამავე დროს ზომიერი მზის აბაზანები სასარგებლოა ორგანიზმისთვის იმიტომ, რომ ასე ვღებულობთ ვიტამინ D-ს, აუცილებელია კალცის მიღება, რომელიც ცვლის ქსოვილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინიD -ს ასევე უწოდებენ ბედნიერების ვიტამინს. იმისთვის რათა ჩვენმა ორგანიზმმა გამოიმუშაოს იგი საკმაო რაოდენობით უნდა გავატაროთ დღეში ათი წუთი სუფთა ჰაერზე.
რა უნდა გავაკეთოთ რომ შევაჩეროთ სიბერის პროცესი?
თავი აარიდე დიდხანს ყოფნას მზეზე, დალიე საკმაო რაოდენობის წყალი, მიიღე ჯანსაღი საკვები და არ დაგავიწყდეს კომპლექსური მოვლა, რომელიც გჭირდებათ კანის სწორად გაწმენდისთვის და მკვებავი საშუალებებით მის უზრუნველსაყოფად.
რა ასაკამდე არაა გვიანი დაიწყო ნერვიულობა ახალგაზრდულ კანზე?
არასდროსაა გვიან შეიძინო სწორი მოვლის საშუალებები! მზის გამოსხივებას აქვს დაგროვებითი ეფექტი და ძირითად ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას ვაყენებთ 20 წლის ასაკამდე, მაგრამ სიტუაცია შეიძლება კომპლექსური მოვლით გამოვასწოროთ.