შეაჯამეთ შედეგები და დასახეთ ახალი მიზნები
გამოათავისუფლეთ რამდენიმე საათი და დაუთმეთ დრო ფიქრს მშვიდ გარემოში, მოამზადეთ ბლოკნოტი და კალამი — და გადახედეთ გასულ წელს. რა მიზნებია მიღწეული და რატომ? რომელი ოცნებები აგიხდათ? გულწრფელად გაანალიზეთ საკუთარი ქმედებები. დაწერეთ, რა გასწავლათ გასულმა წელმა, რისთვის ხართ მისი მადლობელი და მხოლოდ ახლა იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გინდათ გაატაროთ შემდეგი წელი. გსურთ ათი ქვეყნის მონახულება? გინდათ ბოლოს და ბოლოს დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან, თუ უკვე გაქვთ იგი, გაზარდოთ მისი მაჩვენებლები?
შეეცადეთ იოცნებოთ! ახალი წელი მართლაც ჯადოსნური, დამუხტული დროა, როდესაც ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში იწყებს ყველაზე საიდუმლო სურვილების ჩაფიქრებას. ქაღალდზე გაჟღერებულ ოცნებებს ამ დროს განსაკუთრებული ძალა აქვთ. გულწრფელად გჯეროდეთ და ყველაფერი გამოგივათ!
მოამზადეთ საჩუქრები ახლობლებისთვის
თქვენ ყოველწლიურად იძლევით დაპირებას, რომ ყველაფერს წინასწარ გააკეთებთ, მაგრამ ეს ისევ მოხდა: დრო თითქმის იწურება, თქვენ კი საჩუქრების დაგეგმვა ჯერაც არ დაგიწყიათ. სავაჭრო ცენტრებში ახლა ისეთი ხალხმრავლობაა, რომ ვერ გაივლი. არსებობს უკეთესი იდეა! სცადეთ ჩვენი საჩუქრების გენერატორი და აირჩიეთ სიურპრიზები მთელი ოჯახისათვის პირდაპირ სახლიდან გაუსვლელად და მყუდრო საბნის მიტოვების გარეშე. გარდა ამისა, მათ მიღებასაც მოასწრებთ პირდაპირ ზღურბლთან მიწოდების გზით!
მოიფიქრეთ იდეალური იმიჯი
როდესაც X დღეს კრეისერული სისწრაფით ცდილობთ ოლივიეს დაჭრას, შეიძლება მარტივად გამოგეპაროთ დრო და მოულოდნელად დგება მომენტი, როდესაც საათის ჩამოკვრამდე ნახევარი საათი რჩება, თქვენ კი კვლავ საშინაო ხალათში ხართ გამოწყობილი და ცდილობთ ქაშაყიანი სალათის დამშვენებას ოხრახუშის ფოთლებით. სტრესის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ მოიფიქრეთ, რა უნდა ჩაიცვათ. ყველაფერი წინასწარ მოამზადეთ, ფეხსაცმლიდან დაწყებული, სამკაულით დამთავრებული. ოჯახურ დღესასწაულს შესანიშნავად მოუხდება რაღაც კომფორტული, მაგრამ ლამაზი. იმიჯის გამოსაკვეთად დაიხმარეთ მკვეთრი აქსესუარები, მაგალითად, მასიური ყელსაბამი. რესტორანში ვიზიტისთვის შეარჩიეთ საყურეები მოსახსნელი საკიდებით, ხოლო აგარაკზე წასასვლელად თავი გაიხალისეთ მოდური და ელეგანტური ქუდის და ხელთათმანების ნეკრებით.
დაივიწყეთ დიეტების შესახებ
Нსაახალწლო დღესასწაული ჯანსაღი ცხოვრების წესის დრო არ არის. გინდათ, რომ გასინჯოთ ყველა კერძი და ტკბილეული საახალწლო სუფრიდან, შემდეგ კი ერთი კვირით გაეხვიოთ თბილ საბანში — თქვენ ხომ მთელი წლის განმავლობაში მუშაობდით და დაიმსახურეთ მინი-შვებულება. და ჩვენც გეთანხმებით! თუ დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე ხვდებით, რომ საოცნებო კაბა ოდნავ ვიწრო გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიცვათ მკაცრი დიეტა — წინააღმდეგ შემთხვევაში, საახალწლო სუფრა ნამდვილი შოკი იქნება ორგანიზმისთვის. შეეცადეთ, რომ უარი თქვათ ტკბილეულსა და ცომეულზე, მიირთვათ ბოსტნეული, ხაჭო და მჭლე ხორცი, ხოლო წახემსება ჩაანაცვლეთ სასარგებლო კოქტეილებით ან ცხელი წვნიანით: ეს ხელს შეუწყობს მადის დაქვეითებას და ცილის აუცილებელი რაოდენობის მიღებას.