გემრიელი რეცეპტები კარგი განწყობისთვის!
სატაცურის წვნიანი-ანტისტრესი
ინგრედიენტები:
1 კგ სატაცური
10 კბილი ნიორი
1 მოხარშული კარტოფილი
2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი
2 ს. კოვზი წვნიანი «ნეჩურალ ბალანსი» სატაცურის გემოთი
500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
250 მლ ნაღები ან რძე 2%
წიწაკა, მარილი, ოხრახუში და
გახეხილი ყველი – გემოვნებით
მომზადების წესი:
1. სატაცური და ნიორი მოათავსეთ საცხობ ფურცელზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ წიწაკა და მარილი. გამოაცხვეთ ღუმელში 220°C ტემპერატურაზე – დაახლოებით 12 წუთი.
2. შემწვარი ბოსტნეული ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ კარტოფილი და მშრალი წვნიანის ფხვნილი «ნეჩურალ ბალანსი». შემდეგ დააბლენდერეთ.
3. დაამატეთ ბოსტნეულის ბულიონი და ნაღები. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერისა და მიქსერის მეშვეობით.
4. წვნიანი დაადგით გაზზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ მოაყარეთ ოხრახუში და ყველი.
პარფე ბერძნული იოგურტით
2 პორციის ინგრედიენტები:
400 მლ ცივი ბერძნული იოგურტი
1 ს. კოვზი ვანილის კოქტეილი «ნეჩურალ ბალანსი»
გრანოლა, კენკრა, ხილი და თხილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ცალკე ათქვიფეთ კოქტეილის ფხვნილი და იოგურტი.
2. დაასხით იოგურტის ფენა, შემდეგ სასურველი შიგთავსის ფენა (გრანოლა, კენკრა, ხილი, თხილი). იმდენჯერ გაიმეორეთ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.
3. პიტნით გააფორმეთ.
მარწყვის და ბანანის ნაყინი
ინგრედიენტები:
500 მლ ნაღები 10-15%
300 გრ მარწყვი
2 ბანანი
3 ს. კოვზი მარწყვის კოქტეილი «ნეჩურალ ბალანსი»
თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. დაჭერით მარწყვი და ბანანი და დააბლენდერეთ.
2. აურიეთ ნაღები, კოქტეილის ფხვნილი და თაფლი, ათქვიფეთ მიქსერით
3. ორივე ნარევი ჩაასხით ერთ კონტეინერში და კოვზით შეურიეთ ერთმანეთს.
4. ნაყინის მასა ჩაასხით პლასტიკის ფორმებში და შედეთ საყინულეში.
5. ერთი საათის შემდეგ გამოიღეთ ნაყინი და მიქსერის მეშვეობით მოაცილეთ ყინულის ნაწილები. შედგით ისევ საყინულეში.
6. 6-7 საათში ნაყინი მზად არის. სუფრაზე გაიტანეთ მარწყვის და ბანანის ნაჭრებით.