სახის დასაბანი ღრუბელი: 5 ფაქტი გასაწმენდი აქსესუარის შესახებ, რომელიც თქვენთვის უცნობია

შეეგებე ახალ გმირს: სახის დასაბან ღრუბელს, სპონჟ კონიაკუს! ეს მრავალფუნქციური პაწაწუნა აქსესუარი შესანიშნავი საშუალებაა ყველაზე მგრძნობიარე კანის გასაწმენდად, ასაქერცვლად და კიდევ უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.

1. ნატურალური და ბიოდეგრადირებადი
ღრუბელი დამზადებულია 100%-იანი მცენარეული ბოჭკოსგან, აზიური მცენარის — Amorphophallus konjak-ის ბოლქვებისაგან. სხვა გასაწმენდი აქსესუარებისგან განსხვავებით არ შეიცავს სინთეტიკურ დანამატებს. გარდა ამისა, სპონჟი 100%-ით  ბიოდეგრადირებადია, ესე იგი, გამოყენების შემდეგ აბსოლუტურად უსაფრთხოა წყლის გარემოსთვის. 

2. უხდება ყველაზე მგრძნობიარე კანს 
შეათავსე ღრუბელი შენს საყვარელ გამწმენდ საშუალებებთან და გამოიყენე კანის ღრმა წმენდისა და მკვდარი უჯრედების ასაქერცვლად. მისი რბილი ტექსტურა ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი მოუხდება და გაღიზიანებას არ გამოიწვევს. გარდა ამისა, ღრუბელი ადვილად თავსდება ხელისგულზე კომპაქტური ზომის წყალობით.  

3. ანიჭებს ბზინვარებას 
ყველა დროის საუკეთესო ხატება ჯანმრთელი და ლამაზი კანია. ასეთი შედეგის მიღწევა კი სწორი მოვლის, კვების და ძილის საშუალებით არის შესაძლებელი. ან, ამაში სახის დასაბანი ღრუბელი და ორიოდე თავისუფალი წუთი დაგეხმარება: ჩაალბე ღრუბელი თბილ წყალში ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ სველ კანზე დაიდე სახის დასაბანი გელი და კანზე ქვევიდან ზევით წრიული მოძრაობით გაატარე ღრუბელი, მოარიდე თვალების გარშემო არეს. ჩამოიბანე სახე თბილი წყლით და გაიმშრალე პირსახოცით. ვუალა, ახლა შენი კანი ჯანმრთელობას ასხივებს!  


4. წმენდს და ქერცლავს 
ღრუბელი კონიაკუ შემუშავებულია იაპონიაში და იმდენად ნაზი ტესტურა აქვს, რომ თავდაპირველად გამოიყენებოდა ჩვილი ბავშვების კანის გასაწმენდად, ღრუბელი შეგიძლია გამოიყენო როგორც სახის კანის, ისე ტანის ღრმა წმენდისთვის. მაგალითად, განსაკუთრებით პრობლემურ ადგილებში, სადაც ხშირად ჩნდება აკნე მკერდზე, ზურგზე. რეგულარული გამოყენებისას ღრუბელი მნიშვნელოვნად ამცირებს შავი წერტილების გაჩენას და ხელს უწყობს გაფართოებული ფორების შევიწროებას.   


5. ისიც საჭიროებს მოვლას
მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლების უმეტესობა ანტიბაქტერიულია, მათ არ ძალუძთ თვითგაწმენდა. ამიტომ გარეცხე ის გასაწმენდი საშუალების დახმარებით, ჩამოკიდე და გააშრე ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ დაგავიწყდეს თვეში ერთხელ გამოცვლა. 

ტექსტი: ფოტო: ჯონ ბადდი/ კროსბი