ნაბიჯი 1: კანის გაწმენდა და პილინგი
ჩადეთ სახის დასაბანი ღრუბელი თბილ წყალში და გააჩერეთ მასში ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიტანეთ ნოტიო კანზე დასაბანი გელი და წრიული მოძრაობებით ქვემოდან ზევით გაატარეთ ღრუბელი კანზე, მაგრამ არ მოახვედროთ კანს თვალების ირგვლივ. ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და შეიმშრალეთ პირსახოცით.
ნაბიჯი 2: გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალება
ახლა თქვენი კანი მზად არის შემდეგი ეტაპისთვის. ხელის გულზე აზილეთ ცოტაოდენი დღის დამატენიანებელი კრემი NovAge True Perfection, ერთი წვეთი სახის მკვებავი ზეთი Ecobeauty და დაიტანეთ კანზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეთი არ იყოს ბევრი, და მაშინ თქვენი კანი გახდება ბზინვარე და არა ცხიმიანი.
ნაბიჯი 3: ტონი და ფერუმარილი
ისარგებლეთ BB-კრემით The ONE, იმისათვის, რომ თანაბარი ტონი მიანიჭოთ კანს. შემდეგ კი წაისვით მბზინავი ფერუმარილი The ONE IlluSkin წაკვეთილთავიანი ფუნჯის F02 საშუალებით. ვუალა, თქვენი კანი ბრწყინავს სინორჩით და ულამაზესი ფერით!