სახალისო ფაქტი: იცი თუ არა, რომ…
…ადამიანის სხეული 60%-ით წყლისაგან შედგება? წარმოუდგენელია, არა? სინამდვილეში, წყალი ადამიანის ორგანიზმის მთავარი კომპონენტია. ის ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების მუშაობას, უზრუნველყოფს კუნთებში სასარგებლო ნივთიერებების მიწოდებას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. საინტერესოა, რომ ქალის სხეულში წყლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცის ორგანიზმში. გარდა ამისა, ის ასაკთან ერთად იცვლება: ახალშობილთა ორგანიზმში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს, ხანდაზმულებში – დაახლოებით 50%-ს.
მაშ, რა რაოდენობით წყალი გვჭირდება სინამდვილეში?
წყლის სასურველი რაოდენობის გამოსათვლელად არსებობს სხვადასხვა ფორმულები, რომლებიც დამოკიდებულია სხეულის მასაზე, ასაკზე, ცხოვრების სტილზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე (მაგალითად, ორსულობა და ლაქტაცია). თუ მხოლოდ ახლა იწყებთ წყლის მოხმარების კონტროლს, ნუ გაართულებთ და ყურადღება გაამახვილეთ საბაზისო ციფრებზე. საშუალოდ მოზრდილებმა უნდა მიიღონ არა ნაკლებ 1-1,5 ლიტრი დღეში. ყავა, ჩაი, წვენები არ ითვლება — მხოლოდ სუფთა წყალი.
იგრძენი თავი 100%-ით ჯანსაღად

დაიცავი ბალანსი
ნახშირწყლების თითოეული გრამი ორგანიზმში 4 გრამამდე სითხეს აკავებს — ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელს უწყობენ ბრძოლას გაუწყლოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, წყლის ბალანსისთვის მნიშვნელოვანია ელექტროლიტების დონის კონტროლი: როგორც წესი, ის ირღვევა, თუ თქვენ აქტიურად ოფლიანობთ ვარჯიშის დროს. დეფიციტის ასანაზღაურებლად ჩვეულებრივ წყალში დაამატეთ ცოტაოდენი მარილი.
როგორ დავლიოთ წყალი სწორად?
კვლევებმა აჩვენა, რომ გაცილებით უკეთესია წყლის მცირე ყლუპებით დალევა დღის განმავლობაში და მიღებებს შორის თანაბარი ინტერვალების დაცვა, ვიდრე ერთბაშად დიდი რაოდენობით სითხის დალევა. უბრალოდ დაიდგით გვერდით წყლით სავსე ბოთლი და დალიეთ ცოტ-ცოტა ყოველი ნახევარ ან ერთი საათის ინტერვალით. დაამატეთ თქვენს რაციონში Wellness კოქტეილები ან წვნიანები. ისინი შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომლებიც აუცილებელია წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად — წყალს, ნახშირწყლებს და მარილს.