1. შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა
დაგღალა ოფისში ჯდომამ და ვალდებულებამ, რომ ანგარიში ჩააბარო ხელმძღვანელობას შენს მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე? დაივიწყე ეს ყველაფერი და იმაშავე საკუთარი თავისთვის! ახლა არ მოგიწევს დროის ოფისში გატარება, გამუდმებული თათბირების ატანა და ბრძოლა ჩართული (გამორთული) კონდიციონერისთვის. იმუშავე იქ სადაც გინდა: სახლში, კაფეში, სანაპიროსა თუ მთაში. იყავი საკუთარი თავის უფროსი და დაგეგმე ცხოვრება შენი შეხედულებებისამებრ.
2. შეგიძლია არ დახარჯო დრო გზაში სახლიდან ოფისამდე და ოფისიდან სახლამდე
დილით ქაოსური მზადება, საცობი, ნელი ტრასპორტი, ცუდი ამინდი და კიდევ 13 მიზეზი რის გამოც მანძილი ხდება ტკივილის გამომწვევი. დაივიწყე ეს ყველაფერი. როცა საკუთარი თავისთვის მუშაობ მთელი სამყარო შენი ოფისია. ბონუსი: ნაკლები სტრესი, მეტი დრო და მეტი შემოსავალი.
3. დროის მხოლოდ საკუთარ თავსა და საქმეზე ხარჯვა
შენ თავად საზღვრავ დღეში რამდენი საათი იმუშაო და რამდენ ხანს დაისვენო. შვებულება არ არის მხოლოდ 28 დღე წელიწადში, არამედ იმდენი რამდენიც შენ გინდა და რაც ყველაზე მთავარია როცა შენ გინდა. ფეხბურთზე, ბავშვის სპექტაკლსა ან ექიმთან წასასვლელად აღარ დაგჭირდება უფროსისგან ნებართვის აღება. ასევე, აღარ დაგჭირდება ერთკვირიანი შვებულების ასაღებად ორი კვირის სამუშაოს წინასწარ შესრულება. დაუთმე დრო ოჯახს და ჰობის და დააყენე საკუთარი თავი და სურვილები პირველ ადგილზე.
4. სიახლის სწავლა
შენ ყველაზე კარგად იცი თუ რა უნარები გჭირდება შემდგომი განვითარებისთვის. იქნება ეს ბუღალტერია, პროგრამირება თუ სტილისტის გაკვეთილები — ეს შენი გადასაწყეტია. გააკეთე აქცენტი იმაზე რაც შენ გაგაბედნიერებს და დაეხმარება შენს ბიზნესს. იზრდები შენ და იმავროულად იზრდება შენი საქმეც.
5. 100% საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება
ალბათ გინახავს ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით. ეს საკმაოდ სევდიანი სანახაობაა. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? პირველ რიგში, გაანალიზე ის რაც გაქვს. იმ შემთხვევაშიც თუ არ მოგწონს ვითარება, ყველაფრის შეცვლა შეგიძლია. გეშინია დაწყება? როცა ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს ცხოვრებაზე, შიში და ეჭვი ქრება. მეორე, აირჩიე გზა და მიიღე გადაწყვეტილებები მხოლოდ შენი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. როცა შენ ხარ საკუთარი თავის უფროსი, მხოლოდ შენ წყვეტ თუ სად წახვიდე და რა გააკეთო. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე შენი ყველაზე გიჟური ოცნება. ეცადე დარჩე ოცნებაში, შეიგრძნო თუ როგორი იქნება შენი დილა, დღე ან საღამო. რას გააკეთებ? რას იგრძნობ? დაიხსომე ეს შეგრძნება: გააკეთე კოლაჟი, აღწერე ის და პერიოდულად დაუბრუნდი ამ მოგონებებს. მესამე, გაიაზრე თუ როგორ შეიძლება ამ ოცნებების განხორციელება, თუნდაც წვრილმანებში. დაიწყე რამით , გადადგი ნაბიჯი და არ მოგიწევს ცვლილებების დიდხანს ლოდინი. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ფიქრი მატერიალურია.