როგორ მოვნახოთ ბალანსი: მეწარმეთა რჩევები

ისინი უძღვებიან რამდენიმე საქმეს ერთდროულად, ზრდიან შვილებს, წარმართავენ ბიზნესს, აგებენ კარიერას და ცდილობენ საკუთარი თავიც არ დაივიწყონ. ეს დიდებული ადამიანები — მეწარმეები არიან. გაიგეთ, რა ეხმარება მათ ბალანსის მოძებნაში და 100%-ანი სიცოცხლით ცხოვრებაში.

1. მოახდინეთ დელეგირება
მაშინაც კი როდესაც ჩვენი თავი სუპერგმირები გვგონია, შეუძლებელია ყველაფრის მოსწრება. მოახდინეთ დელეგირება — ეს გადაგარჩენთ ვადაგადაცილებული დედლაინებისგან, თავიდან აგაცილებთ სტრესს და  გადაღლილობას სამსახურში, ასევე მოგაცილებთ უამრავ სახლის საქმეს. დაიწყეთ სახლიდან: მოუყევით ბავშვებს როგორ მოამზადონ საჭმელი, დამოუკიდებლად დაალაგონ და გაიღვიძონ. დაგვიჯერეთ, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა სარგებლობას მოუტანს ყველას.  

აიღე მაგალითი
სერგეი და გალინა გაგლოევები, ინდივიდუალური ინდმეწარმეები

«ჩვენ ერთად ვართ უკვე 18 წელიწადი და ამ დროის მანძილზე მოვასწარით სამი შვილის შეძენა და ოჯახური ბიზნესის დაფუძნება. ჩვენი ოჯახური ჩვევაა გავიღიმოთ ნებისმიერ სიტუაციაში, პირადი მაგალითის საფუძველზე ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოლაპარაკებისა და განმარტების კარგი ცოდნა. თავისუფალი დროის ერთი საათი დახარჯეთ წიგნის კითხვაზე, ოჯახურ გასეირნებაზე, საყვარელი მუსიკის თანხლებით სარკის წინ ცეკვაზე ან უბრალოდ მშვიდ გარემოში დასვენებაზე». 


2. მხარი დაუჭირე გუნდს
ყველას მოსდის შეცდომა, ეს ნორმალურია. შეუძლებელია სწავლა და ზრდა შეცდომების გარეშე. სწორედ შეცდომების წყალობით ვხდებით ისეთები, როგორიც  ვართ. ნება დართე გუნდს მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და პასუხი აგონ მათზე. ყოველთვის გქონდეთ უკუკავშირი — როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და დაეხმარეთ მოტივაციის შენარჩუნებაში. 

აიღე მაგალითი
ალბინა და ირეკ ხაფიზოვები, ინდივიდუალური ინდმეწარმეები  

«ჩვენ ოთხი შვილი გვყავს. ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გამოვნახოთ ბალანსი და სწორად გავანაწილოთ პრიორიტეტები, შევქმნათ კარგი ატმოსფერო და სწორი გარემო. სიამაყის ჩვენი ბოლო საბაბია ბავშვების მიღწევები და ბიზნეს-პარტნიორების ერთგულება». 


3. დაგეგეთ და დაისახეთ რეალური მიზნები
რისთვის აწარმოებთ თქვენს ბიზნესს? რა გამოძრავებთ? როგორი იქნება თქვენი ცხოვრება ერთი წლის შემდეგ? როგორი იქნება თქვენი გუნდი? თუ პასუხს დიდ ხანს ვერ ნახულობთ, გამონახეთ დრო მოსაფიქრებლად. თუ თქვენ ისახავთ რეალურ მიზნებს და ამასთან იცით როგორი იქნება შედეგი, ყველასთვის გაადვილდება მათი განხორციელება.    

ტექსტი: ფოტო: Oriflame