არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის და ისწავლოთ მათთან მუშაობა

ჩვენ გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩავხედოთ თვალებში შიშს, ვისწავლოთ მუშაობა იმ შემთხვევებთან, როდესაც უარს გეუბნებიან და, რაც ყველაზე საინტერესოა, ვიპოვოთ მათში სარგებელი.

საიდან ჩნდება შიში?
ნებისმიერი ტიპის შიშთან მუშაობისას გაარკვიე, სად მდებარეობს მისი ფესვები. გკარნახობთ: ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. გაიხსენე, კონკრეტულად შენ როდის გადაგხდა თავს პირველი სიტუაცია, როდესაც უარი გითხრეს რაღაცასთან დაკავშირებით და რა გრძნობები გამოიწვია ამან შენში. ვიცით, რომ ეს არცთუ ისე სასიამოვნოა. მაგრამ ბავშვური განცდები ძალზე ხშირად ახდენენ გავლენას ზრდასრულ გადაწყვეტილებებზე — ეგებ დროა, ისინი წარსულში დავტოვოთ? შეიცოდე შენი შინაგანი ბავშვი, მიეცი მას აუცილებელი სიყვარული, სითბო და მხარდაჭერა — ახლა «უფროსები» ხომ ჩვენ ვართ.  

პასუხი — არც ისე საშიშია
უარის თქმის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე შეიძლება ვივარაუდოთ. ზოგჯერ არ შეგვიძლია პროექტის დაწყება, დაწინაურების თხოვნა ან უბრალოდ კითხვის დასმა, თუმცა წარმატების ყველა შანსები გაგვაჩნია. ან, როდესაც ყურში გვხვდება საშიში «არა», უბრალოდ ვტრიალდებით და უკან მივდივართ, არ ვცდილობთ რა მიზეზის გარკვევას. ნებისმიერ მეწარმეს, რომელსაც გაყიდვებთან ჰქონია შეხება, გეტყვის, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია იწყება სიტყვით «არა». ყველაზე საინტერესო შემდეგ ხდება.    

დასვი კითხვები და გადააქციე «არა» — «კით»
«არა» — ეს დასასრული არ არის. ზოგჯერ შენი შეთავაზების მიღებას ხელს უშლის თავდაუჯერებლობა, დაურწმუნებლობა, ინფორმაციის და რესურსების ნაკლებობა, ან ზოგჯერ ცუდი გუნება-განწყობილება. აქედან გამომდინარე, შენი მთავარი მიზანი უახლოეს მომავალში არის შეკითხვის «რატომ?» მაგიის დაუფლება. როგორც კი გაარკვევ უარის თქმის მიზეზს, შენ შეძლებ მასთან მუშაობას და თავად გაგიკვირდება, რამდენი სიტუაციის გადაწყვეტა შეიძლება უბრალო საუბრის მეშვეობით.   

ივარჯიშე!
წარმოიდგინე და შექმენი ისეთი სიტუაციები, რომლებშიც შენთვის შეიძლება უარი ეთქვათ. კაფეში ისეთი კერძის მომზადება მოითხოვე, რომელიც მენიუში არ არის, უცნობ ადამიანს მის ძაღლთან გასეირნება შესთავაზე, სამუშაო თათბირზე შეშლილი იდეა გამოთქვი. მაგრამ პირველი «არა»-ს შემდეგ შეცვალე ქცევის სტრატეგია. გაარკვიე, რა უშლის ხელს და რატომ იკავებენ თავს ადამიანები შენი წინადადების მიღებისაგან და რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. თუ ამის შემდეგ ჯერ კიდევ კვლავ ეჯახები უარის თქმის ფაქტს —  ალბათ ღირს უკან დახევა. მაგრამ სხვა შემთხვევებში წარმართე დიალოგი, სანამ არ იპოვი კომპრომისს.         

ტექსტი: ფოტო: Oriflame