ლაგომი, მხოლოდ ლაგომი
ცხოვრება შვედურად — ეს არის არა მარტო მარტივი გადაწყვეტილებების მიღება და გართულებების თავიდან აცილება, არამედ ეს არის კიდევ ყველაფრის მიმართ ასეთივე მიდგომა.
1. გადაყარე ზედმეტი, უსარგებლო ნივთები
არაფერი ცუდი არ არის მრავალფეროვნებაში. მაგრამ განა მართლა გჭირდება 20 ცალი ტუჩის საცხი ან თვალის ტუში, როდესაც მხოლოდ ერთს ან ორს იყენებ? გააჩუქე ახალი და გამოუყენებელი, გადაყარე ძველი. დარწმუნებულები ვართ, რომ შენი მეგობრები, და ან დედა გახარებულნი იქნებიან მოულოდნელი საჩუქრით. შენ კი შენს კოსმეტიკურ ჩანთაში გამოთავისუფლებული ადგილი გაგახარებს.
2. გამოიყენე "კაფსულური" გარდერობი
შეხედე ტანსაცმლის კარადას. იკეტება ის თუ არა? ყველაფერს ატარებ? მოგწონს ყველა სამოსი, რომელსაც ატარებ? იფიქრე და გადადე ყველაფერი, რაც მორალურად ან ფიზიკურად დაძველდა და ადგილს იკავებს კარადაში. წაიღე ისინი ავტოფარეხის საქველმოქმედო დაყიდვაზე, დიდი მაღაზიების მიმღებ პუნქტებში ან მეგობარ გოგონებს შესთავაზე გაცვლა. შედეგად — ნაკლები სტრესი დილაობით, მეტი დრო მომზადებისთვის და გათავისუფლების სასიამოვნო განცდა.
3. ისწავლე «არას» თქმა
«არა»-ს თქმის უნარი ალბათ ერთ-ერთი საკვანძოა ცხოვრებაში. სწორედ ის განსაზღვრავს ლაგომს. რადგანაც, როდესაც შეგვიძლია დროის გამონახვა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის და უარის თქმა არასაჭიროზე, ცხოვრება ჰარმონიულს უახლოვდება. სწორედ ის, რაც გჭირდება!
4. დაიცავი საზღვრები
დატოვე სამუშაო ნოუთბუქი ოფისში. გამორთე ტელეფონი. შენ არ ხარ ვალდებული იყო ონლაინ რეჟიმში 24/7. ისწავლე საზღვრების აგება, რათა 100%-ით იცხოვრო და შეისისხლხორცო სხვადასხვა როლი.
5. გააკეთე ის, რაც ბედნიერებას მოგანიჭებს
არსებობს რამ, რაც უნდა გავაკეთოთ და არსებობს რამ, რაც გვსურს. ეცადე, რომ მანძილი ამ ცნებებს შორის შემცირდეს და გახსოვდეს, რომ არ ხარ ვალდებული სხვისი მოლოდინები გაამართლო.
რამდენი ხნის წინ იყო, რაც ყურადღება დაუთმე საკუთარ თავს? დაგიყენებია საკუთარი ინტერესები სხვებზე მაღლა? მოგიხდენია ფარული ოცნებების რეალიზება? უპასუხე ჩვენი ტესტის კითხვებს და გაიგე, რამდენად სავსე ცხოვრებით ცხოვრობ.