როგორ ვმართოთ დრო ეფექტურად

ვსწავლობთ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას, რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ.

ადექი ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე
ადვილი სათქმელია! იყავი ეშმაკი: დაქოქე მაღვიძარა ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე და მოიქეცი ისე, ვითომ არაფერი არ მომხდარა. იდეალური გეგმა: პირველი ათი წუთი გამოღვიძებისთვის, შემდეგ ერთი ყლუპი თბილი წყალი ლიმნით, ორი-სამი მარტივი ოსანა (ზამთარში) ან გასეირნება სახლის გარშემო (ზაფხულში ან თბილ ამინდში) ვარჯიშისთვის, შხაპი. იმ დროისათვის, როცა ამას გააკეთებ, სხვები მხოლოდ ბალიშიდან თავის აწევას დაიწყებენ. დამეთანხმე, სასიამოვნო განცდაა? 


დაგეგმე დღე
არსებობს განსხვავება საქმეთა ჩამონათვალის დაწერასა და იმ საქმეთა ჩამონათვალის დაწერას შორის, რომლებიც ნამდვილად გჭირდება. კვირაში რამდენჯერ ვამატებთ ერთი და იგივე ამოცანას სიის ბოლოს, მაგრამ არ ვასრულებთ მას? მაგალითად, ისეთი საქმის გაკეთება, როგორიცაა «ორი კილოგრამის დაკლება» ან «ხუთი ახალი წიგნის წაკითხვა», შეუძლებელია დღე-ღამის განმავლობაში. მაგრამ ნუ გამოიჩენ გულმოდგინებას რაოდენობის თვალსაზრისით. დღეში სამი-ხუთი რეალურად მნიშვნელოვანი საქმე აბსოლუტურად საკმარისია.  



ისარგებლე სიით
ქალებისთვის უფრო მარტივია, მათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლიათ. მაგრამ ერთი ხელის მოსმით შვიდი ამოცანის გადაწყვეტის მცდელობისას არსებობს სტრესის დონის შვიდჯერ გაზრდის რისკი. მოდი, ნუ ვიზამთ? ჩვეული მულტითასქინგის ნაცვლად შეამცირე სიჩქარე და ყურადღება ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობაზე გაამახვილე. თითოეულ ამოშლილ საქმესთან ერთად შენ უფრო ბედნიერად და მშვიდად იგრძნობ თავს.  

რაც შეიძლება გაკეთდეს დაუყოვნებლივ, — გააკეთე დაუყოვნებლივ
ყველაზე მარტივი წესი. თუ საქმე ორ წუთს მოითხოვს, გააკეთე ის ახლა. მაგიდიდან მტვერი გადაწმინდო? ჩვარი აიღე და გადაწმინდე. ექიმთან მიღებაზე ჩაეწერო? აკრიფე კლინიკის ნომერი და აირჩიე მიღების თარიღი და დრო. გაიგო პასუხი კითხვაზე, რომლის დასმასაც დიდი ხანია ვერ ბედავ? დასვი ის ახლა. და დატკბი შედეგით და დაზოგილი დროით.   

გამორთე ყველა სახის შეტყობინება
იმის მაგივრად, რომ მუშაობა შეწყვიტო ფოსტაში მოსული ახალი წერილის, შეტყობინების, ლაიქის ან კომენტარების გამო, უბრალოდ გათიშე ყველა შეტყობინება. დამიჯერე, არაფერი საშიში არ მოხდება. თუ მოულოდნელად მეგობრები ან კოლეგები დაგკარგავენ, ისინი ყოველთვის შეძლებენ ტელეფონზე დარეკვას ან დაცდას. კრიტიკულ შემთხვევებში ავიარეჟიმი დააყენე: მაშინ არაფერი არ მოგაცდენს.    

ტექსტი: ფოტო: Oriflame