5 ხერხი, თუ როგორ შეიტანო ცხოვრებაში მშვენიერი ცვლილებები

პარეტოს პრინციპის თანახმად 20% ძალისხმევა 80% შედეგს იძლევა. როგორ გამოვიყენოთ იგი საკუთარ ცხოვრებაში? ძალზე მარტივად! მოგითხრობთ, როგორ გააკეთო ნაკლები, მიაღწიო მეტს და იყო უფრო ბედნიერი.

1. დაწერე გეგმა 
რთული და არაპროდუქტიულია თავში იმ ყველაფრის შენახვა, რაც გჭირდება და გსურს. დაწერე გეგმა ქაღალდზე (ან შემოიღე ონლაინ-დღიური, თუ ინტერნეტ ქსელში "ცხოვრობ"). ჯერ ერთი, ტვინს განტვირთავ. მეორე, მიხვდები, რომელი გეგმებია ნამდვილად შენი. მესამე, ნათელი მოეფინება დედლაინების საკითხს. 

2. ნუ გაართულებ 
როცა საქმე ცვლილებებს ეხება, დაიწყე მცირეთი. მაგალითად, სწორად შეაფასე ძალები და ნუ შეპირდები იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლია გააკეთო. მით უმეტეს, თუ მთების გადატრიალებას აპირებ. ძალები შეიძლება კიდევ დაგჭირდეს. 


3. ყურადღება არ მიაქციო ნეგატიურ ადამიანებს
ყველა ადამიანი როდია შექმნილი იმისთვის, რომ დაგეხმაროს და მხარი დაუჭიროს შენს ნებისმიერ წამოწყებას. და ეს სავსებით ნორმალურია. ყველა მათგანს საკუთარი აზრი გააჩნია. და შენც გაგაჩნია. ამიტომ ნუ მისცემ სხვებს უფლებას გაგაჩეროს ოცნებისაკენ მიმავალ გზაზე. ეს შენი ცხოვრებაა და შენ ხარ მასზე პასუხისმგებელი. 


4. ფოკუსირდი მთავარზე 
გაარკვიე, რისი მიღწევა გსურს და იმოძრავე სწორი მიმართულებით. არავის მისცე უფლება გაგაჩეროს და ნუ გაითავისებ სხვების ოცნებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოაჩენ, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. 

5. თავი შეიქე
ცხოვრებაში შესანიშნავი ცვლილებების შესატანად გახსოვდეს, რისი მიღწევა შეძელი და ნუ გააუფასურებ წარსულს. ეს წარმატების საფუძველია. დაეყრდენი მიღწევებს, დაე, მათ გაგიმაგრონ ზურგი. იზეიმე თითოეული გამარჯვება. ჩვენ კი შენთვის იღბალის მოსაზიდად თითებს გადავაჯვარედინებთ.  

ტექსტი: ფოტო: Oriflame