საახალწლო ბიუთი-წვეულება

როგორ აღვნიშნოთ ახალი წელი, რა ვაჩუქოთ, როგორი სამოსი ავარჩიოთ და როგორ შევქმნათ მაკიაჟი იდეალური სელფისთვის — ორიფლეიმის ბიუთი ფიფქია და სილამაზის ექსპერტი გალინა ილინა გაგიზიარებს გიდს იდეალური წვეულებისთვის.

ეს შენი წვეულებაა

აგარაკზე ყოფნა მეგობრებთან ერთად, ოჯახური შეკრებები, წვეულება კლუბში ან რომანტიული შაბათ-კვირანებისმიერი სცენარის არჩევისას, შეეცადე ნაკლები იფიქრო სადღესასწაულო პრობლემებზე და დრო გაატარო სასიამოვნოდ. რასაკვირველია, რაღაც მაინც გეგმის საწინააღმდეგოდ მოხდება, რომელიც შემდგომ აღარც კი გემახსოვრება! ხოლო თბილი წუთები და სადღესასწაულო ფოტოები დიდი ხნის განმავლობაში გაგახალისებს, განსაკუთრებით ზამთრის ცივ საღამოებზე.

როგორ დავპატიჟოთ მეგობრები წვეულებაზე? ესტუმრე საიტს ge.oriflamenewyear.com და გააღვიძე თოვლის ბაბუა საკუთარ თავში შექმენი სადღესასწაულო მისალოცი ბარათი და გაუზიარე მეგობარს ჯადოსნური სურვილები დამდეგ ახალ წელს.


მთავარია — არა საჩუქარი, არამედ...

თოვლის ბაბუის როლში ყოფნა დიდი სიამოვნებაა, რომელიც შეგვიძლია წელიწადში ერთხელ მოვირგოთ! უკვე აღარაა საჭირო, რომ სავაჭრო მოლს ბოლო წამს ესტუმრო საჩუქრის შესაძენად. გაეხვიე მყუდრო პლედში, დალიე ფინჯანი კაკაო და შეარჩიე საჩუქრები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ეს ძალიან მარტივია!


სადღესასწაულო იმიჯის შექმნა

ახალი წლის იდეალური იმისჯის შესაქმნელად აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, თუ სად გეგმავ ამ დღის გატარებასახალი 2021 წლის შესახვედრად აქტუალურია ნაცრისფერი, ლურჯი, კრემისფერი, თეთრი ფერები - ყურადღება მიაქციე პასტელულ ფერებსა და მათ კომბინაციებს, ან შეაჩერე არჩევანი ვერცხლისფერზე, თუ გსურს მბწყინავი იმიჯის შექმნა. უპირატესობა მიანიჭე ფართო მხრების და მკლავების სამოსს, საშუალო სიგრძის კაბასა და მსუბუქ ბლუზას. ნუ დაივიწყებ ვერცხლის მეტალისგან დამზადებულ აქსესუარებს - და თუ არჩევანს შეაჩერებ ტრანსფორმერ ნაკრებზე, შეგიძლია იმიჯი შეცვალოს საღამოს განმავლობაში.

 მთავარი წესია, რომ სამოსი იყოს კომფორტული, რათა დრო სასიამოვნოდ გაატარო დღესასწაულზე და არ იფიქრო იმაზე, რომ ფეხსაცმელი მეტისმეტად მჭიდროა.

იბრწყინე!

სიცივე ნამდვილი გამოცდაა კანისთვის, განსაკუთრებით მგრძნობიარესთვის. საჭიროა მას კარგად გაუფრთხილდე, რადგან კანი საფუძველია საახალწლო იმიჯის, რომელიც იდეალურია ფილტრების გარეშეც. თავისუფლად წაისვი დამატენიანებელი კრემი და დაივიწყე ბიუთი მითები. ის აუცილებლად უნდა გამოიყენო ზამთარში! უბრალოდ დაელოდე 40 წუთი სანამ სახლიდან გახვალ, რათა კრემი ბოლომდე შეიწოვოს კანმა. არ დაგავიწყდეს ხელების მოვლაც, წაისვი სქელი კრემი და გაიკეთე  ხელთათმანები.

 ამ წელს საახალწლო მაკიაჟის შესაქმნელად გირჩევთ ყურადღება გაამახვილო ოქროსფერზე — ის თვალებს გამომხატველობას სძენს და სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ არ გამოკვეთს ნაოჭებს. უყურე ორიფლეიმის სილამაზის ექსპერტის გალინა ილინას ვიდეოს, სადაც ის ოქროსფერი ჩრდილებით ქმნის მაკიაჟს.



და კიდევ რამდენიმე იდეა, რომელთა განხორციელებაც ძალიან მარტივია, იმისდა მიუხედავად, თუ არ შეგიძლია ან არ გიყვარს მაკიაჟის შექმნა. პირველი ვარიანტიდაუმატე რამდენიმე ოქროსფერი ჩრდილი თვალის კუთხეში, რათა გამოხედვა მეტად მბრწყინავი გახადო ან დაუმატე ჩრდილი ტუჩების ცენტრში, რათა მას მეტი მოცულობა შესძინო. კიდევ ერთი იდეა — შემატე ოქროსფერი ბრწყინვალება ყვრიმალებს. წამწამებზე კი, წაისვი მისტიური შავი ტუში THE ONE 5-in-1 Wonder Lash XXL, რომელიც იმიჯს იდეალურად შეავსებს