ჯანსაღი ცხოვრების წესი შვედურად: სასარგებლო ჩვევები ყოველი დღისათვის

წლიდან წლამდე შვედები აღიარებულნი არიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ერი მსოფლიოში. ისინი სტოიკურად იტანენ სიცივეს და სიბნელეს წელიწადში რვა თვის განმავლობაში, შეუძლიათ იამაყონ შესაშური ჯანმრთელობით, ძლიერი იმუნიტეტით და ენერგიის მაღალი დონით. უყურე და ისწავლე!

ადგილობრივი პროდუქტები

შვედები სეზონურ პროდუქტებს ირჩევენ, რადგან ისინი ბევრად უფრო სასარგებლოა. თითოეული ბოსტნეული ან ხილი მდიდარია ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალური რაოდენობით წელიწადის გარკვეულ პერიოდში - და, როგორც შვედები მიიჩნევენ, იგი სწორედ მაშინ უნდა მიირთვათ. არავითარი მარწყვი დეკემბერში! სოკოს და კენკრის სიუხვეს ადგილობრივ ტყეებში შვედები სამზადისად აქცევენ - და კიდევ, მათ უბრალოდ ძალიან უყვართ მებაღეობა! ეკოლოგიური სიტუაცია დიდი ქალაქების მაცხოვრებლებსაც კი აძლევს საშუალებას ჰქონდეთ პატარა ბოსტანი, ხოლო მწვანილი ფანჯრის რაფაზე მოჰყავს თითქმის ყველას.



ყოველდღიური აქტიურობა

ზაფხულში - სირბილი, ზამთარში - თხილამურებით სრიალი, ხოლო სამსახურში გამგზავრება - ველოსიპედით ნებისმიერ ამინდში. შვედები ძალიან აქტიურები არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და არავითარი აბონემენტი არ ესაჭიროებათ სპორტულ დარბაზში წასასვლელად! თებერვალში ისინი მთელ ოჯახთან ერთად სათხილამურო არდადეგებზე მიემგზავრებიან - სახელმწიფო ანაზღაურებადი შვებულების მთელ კვირას გამოყოფს იმისათვის, ომ ყველამ შეძლოს ეს დრო ბუნებაში გაატაროს.



მეცნიერული მიდგომა

მიუხედავად დაბალანსებული დიეტისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესისა, შვედები აკონტროლებენ მნიშვნელოვანი მიკროელემენტების დონეს და ყოველდღიურად ავსებენ დეფიციტს. აიღე მაგალითი შვედებისგან! დაიწყე "მულტივიტამინებისა და მინერალების" კომპლექსით ქალებისთვის და მამაკაცებისთვის - ის 12 ძირითად ვიტამინს და 10 მინერალს შეიცავს.

წყლის ძალა

კარგი აბაზანა შვედების ნამდვილი გატაცებაა, განსაკუთრებით წყალზე. გრილი წყალსაცავი ორთქლის აბაზანის შემდეგ ქმნის ტემპერატურების მკვეთრ სხვაობას, რომელსაც გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს და ზრდის იმუნიტეტს. სხვათა შორის, წყალსატევების შესახებ: შვედები ღია წყალში ცურავენ მაისიდან შემოდგომამდე. გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასეთი გაკაჟებულნი არიან!



ბალანსი

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიტყვებიგადამეტებული მუშობადასტრესი”  შვედების ლექსიკონში არ არის. ისინი მკაცრად იცავენ მუშაობის და დასვენების ბალანსს, რათა მუდმივად იყვნენ პროდუქტიულები და ენერგიულები. ტიპიურ შვედურ ოფისში არავინ ზის კომპიუტერთან მთელი დღის განმავლობაში. საყვარელ რიტუალებს შორისაა გასეირნება შესვენების დროს, მეტი რაოდენობით მზის სხივებისდასაჭერად“, სუფთა ჰაერზე სადილი და ტრადიციული ფიკა - შეხვედრები (საქმისაღამო) ფინჯან ჩაიზე ტკბილ ფუნთუშებთან ერთად, რომლებზეც ყველა კოლეგა იკრიბება დღეში რამდენჯერმე.



ზრუნვა კანზე

შვედი გოგონები ცნობილნი არიან კანის შესანიშნავი მდგომარეობით. ყოველდღე იშვიათად იყენებენ მკვრივ ტონს ან პუდრს - მათ უბრალოდ დასამალი არაფერი აქვთ! კლიმატისჯანსაღი დიეტის და სწორი კომპლექსური მოვლის გარდა, ისინი ზრუნავენ სილამაზეზე დანამატების საშუალებით, რომლებიც გავლენას ახდენენ კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხზე. სცადეთ კომპლექსი «ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი» - უნიკალური პროდუქტი 4 სახის ანტიოქსიდანტების კომბინაციით (ასტაქსანტინი, ანტოციანები მოცვის ექსტრაქტიდან, C და E ვიტამინები), რომელიც იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებას.