ახალი წელი ეკო-სტილში: 5 ლაიფჰაკი ეკო-ბაბუასგან

შეფუთე საჩუქრები საკუთარი ხელებით, აავსე სახლი ცოცხალი ნაძვის სურნელით და აარჩიე ახლობელი ადამიანებისთვის ყოველივე საუკეთესო — შეიტყვე, თუ როგორ შეხვდე ახალ წელს პლანეტაზე ზრუნვით.


ეკოლოგიური მასალები შეფუთვისთვის

წარმოიდგინე, თუ რამდენი შეფუთვა და საახალწლო ბაფთა ხვდება ნაგვის ურნაში ახალი წლის დადგომიდან უკვე რამდენიმე საათში. დეკორაციის სიცოცხლე ხანმოკლეა, ამიტომ შეეცადე, რომ არ გამოიყენო პლასტმასალამაზი და სადღესასწაულო შეფუთვის შექმნა შეგიძლია პლანეტისთვის უფრო უსაფრთხო მასალებისგან, მაგალითად, ჩვეულებრივი ქაღალდისგან. იხილე ქვემოთ მოცემული მაგალითი და მიყევი ნაბიჯებს! გამოიყენე მუყაო, ძაფები, ბაწარი, გირჩები, ნაძვის ტოტები - ყველაფერი, რასაც ფანტაზია გკარნახობს!


ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოები

როგორ გამოიყურება ტიპიური შვედური საახალწლო ნაძვის ხე? ის ფართოა, რომლის ძირში მთავარი საჩუქარია სადღესასწაულო შეფუთვაში. ჩვეულებრივ, ნაძვის ხეს შვედები რთავენ მცირე რაოდენობის ვინტაჟური ან ხელნაკეთი სათამაშოებით. ბუხართან ადგილს ყოველთვის იკავებს შვედური ტრადიციული დალეკარლიანის ცხენი. დეკორაციის მთავარი პრინციპია, რომ ყველაფერი იყოს ზომიერი.

საახალწლო დეკორაციის შექმნა საკუთარი ხელებით განსაკუთრებული სადღესასწაულო ტრადიციაა. უბრალო ქაღალდის გირლანდები, ნაძვის ტოტებისა და მძივებისგან შექმნილი საშობაო გვირგვინი, ეს ის ყველაფერია, რისი დამზადებაც  ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია.



არანაირი ერთჯერადი ჭურჭელი!

ხშირად ვფიქრობთ, რომ გამოვიყენოთ ერთჯერადი თეფშები დღესასწაულის აღნიშვნისას, რათა მარტივად გადავაგდოთ ისინი და არ მოგვიწიოს გარეცხვამე კი გირჩევ, რომ უარი თქვა ამ ქმედებაზე. ერთჯერადი პლასტმასი მაგიდაზე ერთი საღამოს განმავლობაში რჩება, თუმცა ბუნებაში მას სჭირდება 100-დან 1000 წლამდე, რომ დაიშალოს. გამოიყენე წვეულებისთვის თეთრი თეფშები და მორთე ისინი მაგიდაზე ქაღალდის ხელსახოცებით, ფიჭვის გირჩებით, ნაძვის ტოტებით და სანთლებით.


საჩუქრები საყვარელ ადამიანებზე ზრუნვით

მე მიყვარს, როდესაც საჩუქრები შეიცავს ბუნების ელემენტებს, ამიტომ მე არასდროს ვცდები ორიფლეიმის პროდუქტებში. ყურადღება გაამახვილე არომატებზეისინი შექმნილია 100% ბუნებრივი ალკოჰოლისგან. Love Nature და Beautanicals ფორმულები ბიოდეგრადირებადია, ხოლო შეფუთვებისთვის გამოყენებულია გადამუშავებული პლასტმასა. Wellness ხაზის ომეგა-3 სერტიფიცირებულია Friends of the Sea მიერ, კომპლექსი «ზღვის კალციუმი და D ვიტამინი» შექმნილია ბიოაქტიური კალციუმით, რომელიც მიიღება ისლანდიის სანაპიროს განახლებადი წმინდა წყლებიდან.


მარტივი კეთილი საქმე

ახალი წლის ღამეს პატარები განსაკუთრებულ უნვას და ყურადღებას საჭიროებენ. ორიფლეიმის კატალოგში შენ სხვადასხვა პროდუქტთან შეხვდები სპეციალურ აღნიშვნას, რომელთა შეძენის შემთხვევაში წარმოდგენილი თითოეული პროდუქტის გაყიდვიდან ჩვენ გადავრიცხავთ 0,10 ლარს ორგანიზაციის ფონდშიპირველი ნაბიჯი”, რომელიც მუშაობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან. გახსოვდეს, რომ სიყვარულის გაზიარება უფრო ადვილია, ვიდრე შენ გგონია და შენ შეგიძლია შეცვალო მათი ცხოვრება!