მაღალტექნოლოგიური საჩუქრის იდეები ჰაი-ტექ-სანტასგან

ჰაი-ტექ-სანტა მუშაობს ორიფლეიმის კვლევის ცენტრში და პირადად აპატენტებს ყველაზე პროგრესულ საჩუქრებს. მან შეარჩია შენთვის სასაჩუქრე ნაკრებები ამ ზამთრისთვის!


კომპლექსური მოვლა

მამაკაცები ასაკის მატებასთან ერთად მეტად სიმპათიურები ხდებიან: თითოეული ნაოჭი მოგვითხრობს მათი ცხოვრების ბედნიერ მომენტებზე, ხასიათზე და ძლიერ გადაწყვეტილებებზე. მათი დარწმუნება, რომ მოუარონ სახის კანს მარტივია. უბრალოდ, უთხარით, რომ NovAge კომპლექსური მოვლის საშუალებები არ ტოვებენ წებოვან შეგრძნებას კანზე, ახალისებენ მას, მარტივად შეიწოვებიან და მხოლოდ 2 წუთია საჭირო დღეში 2-ჯერ მათ გამოსაყენებლად. მამაკაცი ასევე, აუცილებლად დააფასებს ელეგანტურ შეფუთვას, რომელზეც დატანილია სახის მოვლის რუტინის თითოეული საფეხური, რაც დაეხმარება მარტივად თავადვე გაეცნოს რუტინის ნაწილებს შენი დახმარების გარეშე.

პროდუქტების ჭკვიანი კომპინაცია

კომპლექსური მოვლის რუტინა საჭიროა მნიშვნელოვანი საღამოს მზადების პროცესში. პროდუქტების ეს არჩევანი თვალსაჩინო შედეგს მოგცემთ მხოლოდ ორ კვირაში: განმაახლებელი პილინგი გააუმჯობესებს კანის ტექსტურას, დამცავი კრემი ხელს შეუშლის პიგმენტაციას პილინგის გამოყენების დროს, დამატენიანებელი ესენცია დაატენიანებს უჯრედებს, ხოლო სიგლუვის მიმნიჭებელი გელი შეამცირებს ბრწყინვალებას და გაამკვრივებს ფორებს. ასეთი საჩუქრით, საახალწლო ღამე ნამდვილად გახდება ვარსკვლავური!

მაღალტექნოლოგიური შეფუთვა

რა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე მაღალტექნოლოგიური საჩუქრები? მხოლოდ საჩუქრები ჰაი-ტექ-ის დიზაინის სტილში! მკვეთრი ხაზები, მინა, ლაკონურობა — Glacier არომატების განახლებული ფლაკონები წააგავს თანამედროვე ხელოვნების ნივთებს. ის ინოვაციურ ინგრედიენტებს შეიცავს, მაგალითად Glacier Air შეიცავს Aquozone მოლეკულასრომელიც სძენს არომატს სისუფთავეს და ინტენსიურ ზღვის სიხალისეს

ჭკვიანი პროდუქტები პირადი მოვლისთვის

რაც შეეხება წვერის მოვლას, მე ვენდობი თანამედროვე პროდუქტებს ჭკვიანი ფორმულებით, რომლებიც წვერს მორჩილსა და რბილს გახდის - ნებისმიერ თოვლის ბაბუას შეშურდება! North For Men ზეთი ანიჭებს ულვაშსა და წვერს მოვლილ იერს, იწოვს საშუალებას ცხიმის კვალის დატოვების გარეშე, ლოსიონიაწესრიგებს, ხოლო წვერის, ულვაშის და წარბების მოვლის ნაკრები ხელს უწყობს თმის სასურველი ფორმის შექმნასა და შენარჩუნებას.

ხელსაწყოები

როგორ გამოვხატოთ ყურადღება საყვარელი ადამიანის მიმართ? აჩუქე მას პრაქტიკული ბიუთი-ხელსაწყო, რომელიც თავის მოვლის პროცესს უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის! სახის გასაწმენდი აპარატი SkinPro Sonic 3-1-ში წუთში 12 600 ვიბრაციას ახდენს, აქვს სამი პროგრამა და მასაჟის ჯაგრისი - მისი დახმარებით არამარტო შეგიძლიათ გაიწმინდოთ კანი, არამედ გაზარდოთ ყოველდღიური მოვლის რუტინის ეფექტურობა. ტრიმერიკი, ხელს უწყობს წარბების ფორმის მარტივად და უმტკივნეულოდ მოწესრიგებას, ზედა ტუჩის ზემოთ და სახის სხვა არასასურველი თმის მოცილებას.



ჭკვიანი გადაწყვეტილებები

არომატი და თან თავის მოვლაუნივერსალური საჩუქარი მამაკაცისთვის. მე შევარჩიე ის, რაც მოეწონება ყველა მამაკაცს. თმის და ტანის შამპუნი North For Men უნივერსალურია: ის წმენდს, სძენს კანს 24 საათიან დატენიანებას და შეიცავს მენთოლს, რომელიც საჭიროა გამაცოცხლებელი შხაპის მისაღებად! ტუალეტის წყალი Venture Power შექმნილია შავი კარდამონის ნოტებით, რომელიც ენერგიის, დრაივის და სიხალისის განსახიერებაა.