გიდი საუკეთესო ტუშის შესარჩევად თქვენი წამწამებისთვის
გამოქვეყნებული: 19.01.2024 | Author: Amanda Aleljung
ტუშის ჯოხის ფორმები სხვადასხვაა - გაინტერესებთ, რით განსხვავდება ისინი? მოდი გავარკვიოთ! ჩვენი გიდი დაგეხმარებათ ტუშის არჩევაში.
კონუსის ფორმის ტუშის ჯოხი
თვალის შიდა და გარე კუთხეების წამწამები ძნელად მისაწვდომია, მაგრამ არა კონუსის ფორმის ტუშის ჯოხით! ეს ფორმა თანაბრად ფარავს თითოეულ წამწამს და უზრუნველყოფს სიგრძესა და მოცულობას.
ტუში, რომელიც ღირს გამოცადო: Giordani Gold Angel Caress დამაგრძელებელი ტუში.
სქელი, დიდი ზომის ჯოხი
გჭირდებათ მოცულობა და სისქე? გამოიყენეთ მჭიდროდ შეფუთული ტუშის დიდი ჯოხი. ის თქვენს წამწამებს მიანიჭებს მოცულობას. ის საუკეთესია ხვეული და სქელი წამწამებისთვის.
გამოცადე ტუში: The One Tremendous Mascara
გრძელი და თხელი ტუშის ჯოხი
გაქვთ ხვეული, მოკლე ან თხელი წამწამები? მაშინ თხელი ტუშის ჯოხი იდეალურია თქვენთვის! ის დაფარავს თქვენს წამწამებს ძირიდან წვერამდე, მიანიჭებს სიგრძეს და გამოკვეთავს.
გამოცადეთ ტუში: The One Hypnotic Depth Mascara Triple Black
ქვიშის საათის ფორმის ტუშის ჯოხი
ქვიშის საათის ფორმის ტუშის ჯოხს გამოყავს თვალის ფორმა. თანაბრად ანაწილებს ტუშს თითოეულ წამწამზე. ანიჭებს მოცულობას და სიგრძეს, აძლევს გაფართოებული თვალების იერს.
ტუში, რომელიც უნდა გამოცადოთ: The One Tremendous Fierce Mascara
მოხრილი ტუშის ჯოხი
ოცნებობთ ხვეულ წამწამებზე? მრუდი ტუშის ჯოხი დაგეხმარებათ ამის მიღწევაში. ის აგრძელებს წამწამების ძირებს და ამკვრივებს მათ წასმისას, ქმნის ხვეული წამწამების იერს.
გამოცადეთ ტუში: One In Action Sweat-Proof Mascara
დახრილი ტუშის ჯოხი
შექმენით 360° გრადუსიანი წამწამების ეფექტი დახრილი ტუშის ჯოხით, რომელიც აადვილებს თითოეულ წამწამზე წვდომას, უზრუნველყოფს სიგრძეს, მომენტალურ მოცულობას. თქვენ არ მოგიწვეთ ორჯერ დაიტანოთ ტუში ერთი და იგივე წამწამზე.
გამოცადეთ ტუში: The One False Lashes 360° Bendable Mascara
ტუშის ჯოხი სავარცხელით
თუ მოკლე და მწირი წამწამები გაქვთ, სცადეთ ტუში სავარცხლის ჯოხით. ის ეხება თითოეულ წამწამს, ხდის მათ სწორს და ერთმანეთთან არ აწებებს. შედეგად მიიღებთ ლამაზ, ბუნებრივ წამწამებს.
გამოცადეთ ტუში: The One 5-in-1 Wonder Lash Ultra Mascara Black