როგორ წაისვა ტუჩის მარკერი პროფესიონალურად: რჩევები და ხრიკები
გამოქვეყნებული: 27.03.2025 | ავტორი: Oriflame
ტუჩის მარკერი აუცილებელი ნივთია კოსმეტიკის ჩანთაში. ის არის მსუბუქი, აქვს მდგრადი ფერი და გამოიყურება ბუნებრივად. თუმცა, უნაკლოდ და დახვეწილად მისი ტუჩებზე წასმა ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს. ჩვენ დაგეხმარებით სწორად დაეუფლო მის გამოყენებას.
რა არის ტუჩის მარკერი?
ტუჩის მარკერი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ტუჩებს მგრადი ფერი და წასასმელად იყოს მსუბუქი. ტუჩის მარკერებს, როგორც წესი, აქვთ გლუვი ან ატლასის ტექსტურა და ხშირად წყალზე ან გელზეა დაფუძნებული. ადვილად ერწყმის ტუჩებს და აძლევს ბუნებრივ იერს, რომელიც გრძელდება საათობით - დამატება არ არის საჭირო!
სცადე ტუჩის მარკერი THE ONE Stain and Stay Lip, რომელიც დარჩება ტუჩებზე 12 საათის განმავლობაში - ის არ გადავა და წაიშლება!
წასმამდე უნდა დარწმუნდე, რომ შენი ტუჩები სუფთაა. ამის გაკეთების ერთ-ერთი მარტივი გზაა ტუჩების აქერცვლა Love Nature-ის ტუჩის შაქრის ნიღაბი-სკრაბის საშუალებით. წაისვი საკმარისი რაოდენობის სკრაბი ტუჩებზე, გაიჩერე 15 წუთი და შემდეგ ნაზად მოიშორე. ისიამოვნე რბილი, გლუვი ტუჩების შეგრძნებით.
აირჩიე სასურველი ფერის მარკერი
ტუჩის მარკერი THE ONE Stain ხელმისაწვდომია 6 ლამაზ ფერში, რომლებიც შექმნილია კანის ყველა ტონისთვის. აირჩიე ნუდი, ნესვი, ვარდი, ჩილი, ალუბალი და ტერაკოტა. ერთი ფერი ყველა შემთხვევისთვის და განწყობისთვის!
როგორ წაისვა
ტუჩის მარკერს The ONE Stain and Stay აქვს ზუსტი თექის წვერი, რომელის მეშვეობით, ძალისხმევის გარეშე შეგიძლია დაიწყო მარკერის წასმა ტუჩების ცენტრიდან და ტუჩის ბოლოებისკენ დაჩრდილო. წაისვი მსუბუქად ბუნებრივი შეფერილობისთვის, ან დამატეე კიდევ ერთი ფენა. მიეცი ერთ ფენას საშუალება, რომ გაშრეს.
გსურს დამატებითი პრიალა ტუჩები? გამოიყენე შენი საყვარელი ტუჩის პრიალა საცხი ბზინვარების მისანიჭებლად.
მაკიაჟის მოსაშორებელი
ვინაიდან ტუჩის მარკერი შექმნილია იმისთვის, რომ ტუჩებზე დიდხანს დარჩეს, რეკომენდირებულია გამოიყენო მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება, როდესაც მოგინდება მისი მოცილება. The ONE წყალგაუმტარი თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი სწრაფად და ნაზად აშორებს მაკიაჟს, მათ შორის ტუჩის მარკერს.