როგორ გამოვკვეთოთ თვალის ფერი
გამოქვეყნებული: 08.07.2025 | ავტორი: Amanda Aleljung
მზად ხართ, თქვენი თვალები ყურადღების ცენტრში მოაქციოთ? გსურთ ხაზი გაუსვათ მათ ბუნებრივ სილამაზეს, შექმნათ დაუვიწყარი იერსახე და გამოკვეთოთ თვალების ფერი. ჩვენი გიდი გაჩვენებთ, თუ როგორ შეძლოთ ეს ფერადი ტუშების გამოყენებით!
რატომ უნდა აირჩიოთ ფერადი ტუში?
ფერადი ტუში თვალებს უფრო კაშკაშას ხდის, აძლიერებს მათ ბუნებრივ ფერს და უსვამს ხაზს სახის ზედა ნახევარს. ის თქვენს იერსახეს სძენს ხალისიან ელფერს.
თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხის ფერადი ტუშის პოვნა. THE ONE Hypnotic Colour Mascara ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს თავისი ულტრაპიგმენტური ელფერებით, რომლებიც თქვენს წამწამებს მთელი დღის განმავლობაში სიგრძესა და გამოკვეთილობას მიანიჭებს.
როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ტუშის ფერი
როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ტუშის ფერი
ტუშის ფერის არჩევისას, ფერთა წრე შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარებათ თვალებისთვის ყველაზე მომხიბვლელი ტონის პოვნაში. დამატებითი ფერები, რომლებიც წრეზე ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარეობს, კონტრასტს ქმნის და თვალებს გამოკვეთავს. თუ უფრო დახვეწილ ეფექტს ანიჭებთ უპირატესობას, ანალოგიური ფერები (ისინი, რომლებიც წრეზე თვალის ფერის გვერდით მდებარეობს) თქვენს ბუნებრივ ტონს კიდევ უფრო გააძლიერებენ და გააღრმავებენ.
საუკეთესო ფერადი ტუში ყავისფერი თვალებისთვის
THE ONE Hypnotic Colour Mascara blue და purple ფერებში ყავისფერ თვალებს გამორჩეულს ხდის, რადგან ისინი ფერთა წრეზე დაყრდნობით კონტრასტს ქმნიან. თბილი ყავისფერი, ნეიტრალური ელფერია, ამიტომ მისი ცივ ტონებთან, როგორიცაა ლურჯი ან იისფერი, შეხამება შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის, რომელიც თვალების სიღრმეს აძლიერებს.
საუკეთესო ფერადი ტუში მწვანე თვალებისთვის
თქვენს მწვანე თვალებს მოუხდება THE ONE Hypnotic Colour Mascara burgundy და ვარდისფერი ფერები. ეს ფერები თქვენს მწვანე თვალებს გამორჩეულს გახდის, რადგან ისინი ფერთა წრეზე საპირისპიროდ არიან განლაგებული და ქმნიან დამატებით კონტრასტს. ეს წითელი ტონები აძლიერებს მწვანე თვალების ბუნებრივ სიკაშკაშეს, რაც მათ უფრო კაშკაშასა და შთამბეჭდავს ხდის.
საუკეთესო ფერადი ტუში ლურჯი თვალებისთვის
რა მოუხდება თქვენს ცისფერ თვალებს? THE ONE Hypnotic ტუში burgundy და purple იქნება ფერების იდეალური შეხამება. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი და იისფერი მსაგვს ტონებშია, იისფერის წითელი ტონები სითბოს მატებს, რაც ლურჯ თვალებს უფრო კაშკაშას და შთამბეჭდავს ხდის. შინდისფერი, თავისი მდიდარი წითელი ელფერებით, კიდევ უფრო ძლიერ კონტრასტს ქმნის და გამოკვეთავს უფრო მეტად ცისფერ თვალებს.