კომფორტული გაპარსვის ტექნოლოგია NovAge Men

პრივილეგია, მედიტაცია, რიტუალი ნამდვილი მამაკაცებისთვის. პარსვა — გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო გრუმინგის ჩვეულებრივი ეტაპი. ორიფლეიმი წარმოგიდგენთ კომფორტული გაპარსვის ახალ ტექნოლოგიებს NovAge Men-ის სერიებში. უზადოდ გლუვი კანი, თმა თუ წვერი — დარჩი საკუთარი თავის ერთგული ან მარტივად შეცვალე სტილი NovAge Men ახალი საშუალებების დახმარებით.

 

 

როგორ გადაწყვიტე და გაბედე დისტანცია Ironman-ის გავლა ?

ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაღაც შეუძლებლის გაკეთება მომინდა. არასდროს არ ვყოფილვარ დაკავებული სპორტით, ამიტომ არჩევანი Ironman-ზე შევაჩერე. ცურვა არ ვიცოდი, საერთოდ. ველოსიპედზე არ ვმჯდარვარ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში — ბავშვობიდან. სირბილი ვცადე — ენერგია მხოლოდ სახლის გარშემო 2 კილომეტრისთვის მეყო. ამ გარბენიდან სამი წლის შემდეგ IronMan გამოჩნდა.

ყველაზე რთულია ცურვის სწავლა 30 წლის ასაკში. ეს თითქოს გაფრენას ნიშნავს. ცხოვრების პირველი 30 წლის განმავლობაში წყალი ვარდებოდა შენს ფეხებქვეშ და ფსკერისკენ გიზიდავდა — და ახლა შენ აკონტროლებ წყალს.

როგორ მოახერხე სტარტისთვის მომზადების და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის შეთავსება?

ვერ მოხერხდა, ჩვეული ცხოვრების რიტმისთვის დრო აღარ რჩებოდა. კვირაში ექვსი დღე ვარჯიში რამდენიმე საათის განმავლობაში, ჰიდროკოსტუმები, ველოსიპედები, გაზომვები. ეს უზარმაზარი დაძაბულობაა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, რომელმაც ამ ყველაფრის გაძლება შეძლო. 

გახსოვს სტარტის დღე?

ძალიან მეშინოდა დახრჩობის, რადგან ბოლო მომენტში გვითხრეს, რომ ჰიდროკოსტუმები გაგვეხადა სიცხის გამო. ჰიდროკოსტუმის გარეშე ტბაში ძალიან რთულია, რადგან მტკნარი წყალი ვერ გიჭერს, ცურვა კი, ფაქტობრივად, სამი წლის წინ ვისწავლე. და როდესაც 2000 ადამიანი სტარტისთვის მოემზადა და დაიწყო, წყალი გარშემო თითქოს ადუღდა: ყველანი ხელებითა და ფეხებით სცემდნენ მას და არ იხედებოდნენ გარშემო. პანიკური შეტევა დამეწყო: თვალები გიფართოვდება, სუნთქვა არ გყოფნის, იხრჩობი, შიგნიდან შიში გეუფლება. კინაღამ ჩავიძირე, მაგრამ შეტევა გადავლახე და გავცურე. ეს შეჯიბრებები ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და ნათელ მოვლენად იქცა ჩემს ცხოვრებაში. 

რა ადგილს იკავებს გაპარსვა შენს ყოველდღიურ მოვლის პროცედურაში?

ყოველ დღე ვიყენებ ტრიმერს, რომ შევინარჩუნო მსუბუქი წვერის ეფექტი. როდესაც სიმაღლეზე ყოფნა მსურს, ვირჩევ საფუძვლიან და სრულფასოვან გაპარსვას.

ჩემს ქაფს შევცვლი ახალ დამცავ გელზე NovAge: შესანისნავი შეგრძნებაა! ის შეავსებს ჩემსი კანის კომპლექსურ მოვლას.

ვიქტორ აფონინის წარმატების წესები: როგორ გაიჟღერდა ისინი?

შენ ყველაფერი შეგიძლია.
გამუდმებით იყავი მოძრაობაში და მიიღე ახალი გამოცდილება.
გახსოვდეს: ცხოვრებაში ყველაფერი — არსის და მნიშვნელობის საკითხია. თუკი შენ იცი, რატომ, ნებისმიერი სირთულის და გამოცდის გადალახვას შეძლებ.  
ცხოვრება — ის აქ არის და ახლა. არ არის საჭირო მისი გადადება და რაღაცის ლოდინი. ისიამოვნე, დატკბი, აიღე ყველაფერი ცხოვრებიდან. 

როგორ მოქმედებს გარეგნობა იმაზე, თუ როგორ გრძნობ თავს?

გაპარსვა დაახლოებით 8 წლის წინ შევწყვიტე. ადრე ამას უფრო ხშირად ვაკეთებდი და შემდეგ მივხვდი, რომ წვერი თითქოს მიხდება, და არ არის საჭირო გაპარსვაზე ამდენი დროის დახარჯვა. აი, ტანსაცმელი კი ბევრად უფრო ძლიერ გავლენას ახდენს: როდესაც კოსტუმში ვარ გამოწყობილი, წელშიც კი ავტომატურად ვიმართები. ჩემი პირველი დაწინაურება კოსტუმის წყალობით მოხდა. სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი კეიტერინგულ კომპანიაში ლონდონში, როგორც ბარმენი. და ერთხელ კოსტუმში გამოვეწყვე, იაფ მაღაზიაში "სამ კაპიკად" ვიყიდე. უბრალოდ ოფისში მივედი და ისინი გაოცდნენ: "ალექს, ღმერთო ჩემო, ეს შენ ხარ!?" ერთი კვირის შემდეგ მე უკვე ღონისძიებების მენეჯერი ვიყავი. არ შეიძლება შენი გარეგნობის სათანადოდ ვერშეფასება და იმის, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს იგი!

როგორია შენი დილა?

ვდგები დილის 7 საათზე და ნახევარ საათში უნდა გავიდე — უმცროსი მიმყავს საბავშვო ბაღში. დილის ტუალეტი მოიცავს კბილების გახეხვას, თმის დავარცხნას და კომპლექსურ მოვლას NovAge Men — და ეს მართალია! განსაკუთრებით კრემი თვალების გარშემო კანისთვის, რადგან ის არის ცივი ბურთულით — ეფექტი საერთოდ გასაოცარია. 

წვერის მოვლას  განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვუთმობ, მაგრამ აუცილებლად დავიწყებ: დამამშვიდებელი კრემ-გელი NovAge ადვილად იწოვება და სასიამოვნო არომატი აქვს. 

როგორ დაგეხმარა შენი ხასიათი კარიერის გაკეთებაში?

ლონდონში ღარიბი სტუდენტი ვიყავი, ქუჩებს ვგვიდი — ეს იყო ჩემი პირველი სამუშაო. შემდეგ ღონისძიებების მენეჯერი გავხდი, გავიარე გზა თავისუფალი, შტატგარეშე მუშაკიდან ღონისძიებების კომპანიებში ორიფლეიმამდე, სადაც ღონისძიებები — ეს არ არის უბრალოდ ერთ-ერთი მარკეტინგული არხი, არამედ ბიზნეს-მოდელის ნაწილია. 

რა არის შენთვის წარმატება?

აკეთე ის, რაც მოგწონს. ბედნიერი ვარ. ახლაც, და ვიყავი ხუთი წლის წინაც, და ათი წლის უკანაც. ეს არის ასეთი მიდგომა: ან აკეთებ იმას, რაც მოგწონს, ან აიძულებ საკუთარ თავს შეიყვარო ის, რასაც აკეთებ.

საუკეთესო არჩევანი 

შენი კომპლექსური მოვლის საშუალებებს შემატე დამცავი გელი გაპარსვის შემდეგ NovAge Men. ტექნოლოგია Razor Glide: წყალში ხსნადი პოლიმერები ქმნიან დამცავ მიკროფენას, რომელიც ხელს უწყობს სამართებლის სრიალს კანზე გაჭრის და გაღიზიანების გარეშე და დამამშვიდებელი კრემი-გელი გაპარსვის შემდეგ NovAge Men ყავის ხის Coffea Bengalensis მცენარეთა ღეროვანი უჯრედებით,  მისი ანტიოქსიდანტური ექსტრაქტი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის დამცავ პროცესებს, იცავს კანს გარემო ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან. 

მოგვიყევი შენი კანის ყოველდღიური მოვლის შესახებ, გაგვიზიარე იდეალური პარსვის შედეგი NovAge ახალი პროდუტების გამოყენებოთ ჰეშტეგით #მეგირჩევ.

ტექსტი: ფოტო: ვლადიმერ კოჩეტკოვი