სამი განსხვავებული იმიჯი წამწამების ტუშის მეშვეობით

კოსმეტიკურ ჩანთაში ყოველთვის არის ერთი ტუში, და თქვენ ისევ იმ ერთადერთის ძიებაში ხართ? რატომ უნდა აირჩიოთ! საკმარისია მხოლოდ ტუში სხვადასხვა მაკიაჟის გასაკეთებლად: უბრალოდ შეაგროვეთ კოლექცია იმისათვის, რომ ყველა შემთხვევის დროს გამოიყენოთ. ბევრი ტუში არ არსებობს!

 

ზამთარშიც და ზაფხულშიც — მხოლოდ ერთი ტუში კოსმეტიკურ ჩანთაში? ჩვენ უცბად აღმოვაჩინეთ სამი მიზეზი წამწამებისთვის განკუთვნილი პროდუქტების კოლექციის შესავსებად და ყველა მათგანი The ONE ბრენდის ხაზის ნაწილია. მიჰყევით ჩვენი ვიზაჟისტების რჩევებს და იმოქმედეთ! 

ყოველდღიურად
მრავალფუნქციური ტუში 5-1-ში — ორიფლეიმის ნამდვილი ლეგენდაა. მასში ყველაფერი არის ცოტ-ცოტა და ზომიერად: სიგრძე, აპრეხილობა, მოცულობა, დაყოფა და მოვლა. ერთი ფენა ბუნებრივი, ფუმფულა წამწამების ეფექტს იძლევა — მაგრამ ასევე შეიძლება რამდენიმე ფენის დატანება, დაშრევება. მოხერხებული სილიკონის ფუნჯი წამწამების საგულდაგულო დავარცხნის საშუალებას იძლევა და ზედა ქუთუთოს არ თხუპნის — დიახ, სრულებით არა!

ალიონა ტერეშენკო, ორიფლეიმის ოფიციალური ვიზაჟისტი: «ლეგენდარული ტუში 5-1-ში კარგია როგორც დღის, ისე საღამოს იმიჯის შესაქმნელად. ფუნჯის ექსკლუზიური ფორმა დაგეხმარებათ წამწამების დაგრძელების, მოცულობისა და დაცალკევების სასურველი ეფექტის მიღწევაში. იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ფენას წაისმევთ, გაიზრდება მოცულობა. ტუშით 5-1-ში, თქვენი გარეგნობა საუკეთესო იქნება ნებისმიერ დროს!»

მეტი დრამა
დღეს სიტყვით გამოდიხართ თათბირზე, მიდიხართ პაემანზე, შემდეგ კი სპორტულ დარბაზში: თქვენ სათანადოდ უნდა გამოიყურებოდეთ ნებისმიერ პირობებში და კიდევ მილიონი საქმის გაკეთება უნდა მოასწროთ. სუპერქალიშვილს — სუპერტუში! მეგამოცულობითი ტუში The ONE Wonder Lash XXL — თქვენი საყვარელი 5-1-ში-ის უმცროსი და არის. განახლებული ფუნჯი, 49%-ით მეტი მოცულობით, როდესაც დრამის დამატება გსურთ, და ქოქოსის ზეთზე დაფუძნებული Pro Lash ტექნოლოგია ინტენსიური მოვლისთვის. ფუნჯს უბრალოდ როდი აქვს სხვადასხვა სიგრძის ჯაგარი. თავდაპირველად, აწიეთ წამწამები ძირებთან და შექმენით მოცულობა ფუნჯის მოკლე ჯაგრის მქონე გვერდის მეშვეობით, შემდეგ კი გაანაწილეთ ტუში გრძელი ჯაგრის საშუალებით, აპრიხეთ და  გამოაცალკევეთ წამწამები.

ექსტრემალური მოცულობა
მიიღე გამოწვევა შენი წამწამებისთვისThe ONE Tremendous ტუშის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ განწყობა მთელი დღის განმავლობაში: ხელის რამდენიმე მარტივი მოძრაობით, ორიფლეიმის ყველაზე დიდი ფუნჯით წარმოუდგენელ მოცულობას იძლევა. 6-ჯერ მეტს, ვიდრე შეუღებავი წამწამები! მეტყველი გამოხედვა, თამამი სამოსი და შენ მზად ხარ დაიპყრო მთელი სამყარო.

ირინა მიტროშკინა, ვარსკვლავების ვიზაჟისტი: «ტუში ნებისმიერი მაკიაჟის ერთ-ერთი საფუძველთაგანია.
ჩემთვის, როგორც ნათელი, ბუნებრივი თვალების მოყვარულისთვის, სასიამოვნოა, რომ ტუში The ONE Tremendous წარმოუდგენელ მოცულობას ქმნის. რამდენიმე მოძრაობით ის წამწამების ყველაზე დიდ რაოდენობას იტაცებს, რაც საშუალებას გაძლევთ დაფარვა გახდეს უფრო ბუნებრივი, შედეგი კი გასაოცარი»
.

ტექსტი: ფოტო: Oriflame