თვალების „სმოუქი“ მაკიაჟი: სამი მოდური ტრენდი

ვარსკვლავებმა კარგად იციან, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი გზა გამომხატველი იმიჯის შესაქმნელად, ვიდრე თვალების „სმოუქი“ მაკიაჟი. ჩვენ შეგირჩიეთ მისი სამი, ყველაზე კაშკაშა სახეობა.

ვარიანტი 1: მოკრძალებულიKatie Holmes

ლოგიკას თუ მივყვებით, „სმოუქი“ თვალები - საღამოს მაკიაჟის ნაწილია, თუმცა თავისუფლად შეიძლება მისი ისეთი იმპროვიზაცია, რომელიც დღისითაც მისაღები იქნება. მთავარია არ დავიტანოთ დიდი ოდენობით ჩრდილი, მის ნაცვლად კი გამოვიყენოთ კონტურული ფანქარი. ეს დახვეწილი სტილი გვინახავს მსახიობ ქეით ჰოლმსზე. ამასთანავე აუცილებელი არაა შავით შემოვიფარგლოთ, მაგალითად ტეილორ სვიფტმა „სმოუქი“ მაკიაჟი ცისფერ ტონებში გაიკეთა, ემბერ ჰერდიმ კი - ქლიავის ფერი არჩია.  


ვარიანტი 2: გამომხატველი

შავი, კლასიკური „სმოუქი“ - საღამოს კლასიკა, რომელსაც ბადალი არ ჰყავს გამომხატველობაში. მაგალითად - უკომპრომისო შავი, როგორც კიმ კარდაშიანსა და რიტა ორას, ან ომბრე ნაცრისფერ ტონალობებში, ისე როგორც იგი აზალის. ამგვარი იმიჯის შექმნისას, სჯობს ტუჩები ნეიტრალური დარჩეს, ან ავირჩიოთ ტუჩსაცხი ხორცისფერ ტონალობებში - თვალებს კი ერგება მთავარი როლი. 


Rita Ora Kim Kardashian Iggy Azalea 


Irina Shayk Rihannaვარიანტი 3: ბრინჯაოს ფერები
თვალების ყველაზე უნივერსალური მაკიაჟი - ყავისფერ გამაში. ის არა მხოლოდ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას უხდება, თმისა და კანის ფერის მიუხედავად, არამედ ასევე არ აპატარავებს ვიზუალურად თვალებს, ისე როგორც შავი ფერი. ამგვარი მაკიაჟის მაგალითი ჩვენთვის გახდა რიჰანა, რომელიც მაკიაჟის წითურ ფერებს უხამებს გლუვ ვარცხნილობას. მაგალითად ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ გვინ სტეფანი, რომელმაც ექსცენტრიული ვარცხნილობა გააწონასწორა შედარებით რბილი მაკიაჟით. ყველაზე თამამებს კი ვურჩევთ ყურადღება მიაქციონ ირინა შეიკს - შოკოლადის გამაში გადაწყვეტილი მაკიაჟი მის თმას საოცრად უხება. 

ტექსტი: ფოტო: Getty Images