რუშები და მაქმანები
თუ შენ იცი რა განსხვავებაა ფიესტასა და სიესტას შორის, მაშინ შესაბამისად შეაფასებ ესპანურ ტრენდს, რომელიც ამ ზაფხულში ყველაზე აქტუალურია. ასიმეტრიული ბლუზები ღია მხრებით, წითელი აბრეშუმი შავი მაქმანებით – აი რა უნდა ვატაროთ ამ სეზონზე!
ჩვენი რჩევაა: Amazing Paradise
ნაზი რომანტიკა
თუ საკუთარ თავში ყველაზე მეტად აფასებ ქალურობას, ხოლო ზღვის სეზონი შენთვის თავისუფალ კაბებს, გრძელ ხვეულ თმას ოდნავ გარუჯულ სხეულს ნიშნავს, ეს ტრენდი შენია! მასში არის ყვავილოვანი პრინტი, მაქმანიანი დეტალები, თავისუფალი კაბები, პასტელური ფერები და თეთრი ფერის სიჭარბე. იმ შემთხვევაში თუ შენ გეგმავ გაატარო დიდი დრო სახლისგან მოშორებით, მაშინ ნაზი ყვავილოვანი არომატი ისე მოგიხდება, როგორც სხვა არაფერი: ეძიე თეთრი ვარდის, შროშანის, ფრეზიის, ფლერდორანჟის ნოტები.
ჩვენი არჩევანი: Women’s Collection, Volare Forever და Eclat Femme Weekend
ზოლები და კვადრატები
ზოლები და გეომეტრიული ფიგურები ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. იგი მოუხდება მას, ვისაც უყვარს მარტივად გადაწყვეტა: ყვავილების ერთფეროვანი სინთეზი, პრაქტიკულობა, აწეული თმა. შეეცადე შეუხამო ეს სახე სამეფო შროშანას ნოტებს – იგი შემატებს დახვეწილობას შენს იმიჯს.
ჩვენ გვიყვარს ეს არომატები: Tenderly Promise და Incognito for Her
ტრენდსეტერები
აი ახლა, ამ მომენტში, როდესაც კითხულობ ამ სტრიქონებს, ასი ათასობით მოდის თაყვანისმცემელი მთელს მსოფლიოში ზაფხულში უპირატესობას ანიჭებს მკვეთრ, კაშკაშა ფერებს ან ირჩევს სისადავეს. მაგ: ღია შოკოლადისფერი და თეთრი ფერის სინთეზი, თამბაქოს ან ვანილის ნოტები.
გაბედულთა არჩევანი: Love Potion Secrets და VIP Only