სტილზე ასახული ზაფხული: 5 იმიჯი აქსესუარების ახალი კოლექციით

ზღვის სანაპიროზე, ქალაქში თუ საღამოს წვეულებაზე — შენი გარდერობი მზად არის ნებისმიერი საზაფხულო თავგადასავლისთვის!

ოქროსფერი სანაპირო
მოდურ იმიჯში წვრილმანები არ არსებობს: შეაგროვე იდეალური კომპლექტი საცურაო აუზზე ან ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასასვენებლად. პლაჟისთვის განკუთვნილ ზღვის ჩანთაში რომელსაც შიგნით მოთავსებული აქვს პატარა კოსმეტიკური ჩანთა, ჩაალაგე ყველა საჭირო ნივთი, წიგნით დაწყებული, მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით დამთავრებული. ორმხრივი პირსახოცი პრინტით დვილად შეიწოვს წყალს და სწრაფად შრება — და ნამდვილად ყველაზე შესამჩნევ ფიგურად გაქცევს ზღვის სანაპიროზე. სათვალე ნახევრად გამჭვირვალე ჩარჩოთი დაგიცავს მზის სხივებისგან და ნებისმიერ საცურაო კოსტუმს მოუხდება. 

ქალაქში
სხვადასხვანაირად გამოიყურებოდე ჯინსებსა და თეთრ მაისურში — ადვილია! დაე, აქსესუარებმა შექმნან სრული იმიჯი. ლაქის ჩანთა ორმხრივი სახელურით რომანტიკულ განწყობას მოგანიჭებს, ხოლო დაწნული ჩანთა-ტაბლეტი ქალაქში გასეირნებას მოუხდება. შარფი-ტრანსფორმერი შემოიხვიე კისერზე ან გადააქციე ბადე-ჩანთად, თუ წინ მოულოდნელი პიკნიკი გესახება. დაამატე აქცენტი: ატარე საყურე ფერადი ჩანართებით ან მოიხსენი ისინი უფრო თავშეკავებული იმიჯის შესაქმნელად.  

ოფისში
ყველაზე მკაცრი დრეს-კოდიც კი შეიძლება გაზავდეს საზაფხულო აქსესუარებით. აირჩიე ახალი ხედვა ჩვეულ კლასიკაზე: საყურე-რგოლები ატარე მარგალიტის საკიდებთან ერთად და ოქროსფერ საათთან ერთად. გრძელი ყელსაბამი, გეომეტრიული საყურეები და ბეჭედი ასიმეტრიული ჩანართით ჩადე ხელჩანთაში — გაიკეთებ საღამოს, როდესაც სამსახურის შემდეგ მეგობარ გოგონებთან ერთად ყავის დასალევად გაეშურები.  

პაემანზე
კაბა, ქუსლები — ან... არ შეგეშინდეს შენი შემოქმედებითი ბუნების გამოხატვისა პირველ პაემანზეც კი. შემოიხვიე მოდური შარფი პომპონებით და შეავსე იმიჯი შესაფერისი ტონის ჩანთით: ღია ფერის ჩანთა-თოფრით ან პატარა ზღვის ტალღისფერი ჩანთით. ის ვეღარ დაგივიწყებს!

წვეულებაზე
სანაპიროზე, კლუბში თუ სახურავზე — შენ ყურადღების ცენტრში ხარ ნებისმიერ საცეკვაო მოედანზე. მკვეთრი და ნათელი ფერის სამოსს შეურჩიე ლაკონური სამკაული ოქროსფერი ლითონისგან, მონოქრომატულ იმიჯს ან თეთრ პერანგს — ფერთა ნამდვილი აფეთქება, ყელსაბამი და საყურე ლურჯი ფოჩებით. ახლა მზად ხარ დილამდე იცეკვო!