ბუნებასთან ერთიანობა
ყვავილებისა და ხილის პრინტების ტრენდი გამარჯვებულია ამ გაზაფხულის პოდიუმებზე. თუ შენ პასტელური გარდერობის მხარეს ხარ, დაიწყე აქსესუარებით, რომლებიც დაგეხმარება აყვე თანამედროვე ტენდენციებს. შეხედე ამ შარფს: მზიანი ლიმნები, როგორც ნატურმორტი თხელ, მფრინავ ქსოვილზე არიან. ის 40%-ით გადამუშავებული მატერიებისგან არის წარმოებული. მოდა შესაძლოა იყოს ეკოლოგიური! ატარე შარფი სხვადასხვა გზით: გაიმეორე ჩვენი ან მოიფიქრე საკუთარი.
სფეროების ჰარმონია
მოცულობითი სფეროები და ოქროსფერი მეტალი - თანამედროვე ინტერპრეტაციაა კლასიკური წყვილის «ოქრო და მარგალიტი». ღია ყელსაბამი და სამაჯური ხაზს უსვამს კისერსა და მაჯას. ისინი ატარე ცალ-ცალკე მეტად ლაკონური იერისთვის - ან დაამატე საყურეები და ბეჭდების ნაკრები.
ჩანთები საიდუმლოებებით
ლამაზი თუ პრაქტიკული? არ არის საჭირო არჩევანის გაკეთება! ამ გაზაფხულს შენ გაქვს სამი ვარიანტი ყველა შემთხვევისთვის. ჩანთა ყვავილი-ბრელოკით ატარე ბიზნეს შეხვედრაზე: დელიკატური ფერები შეამსუბუქებს საქმიან იმიჯს, და მოსახერხებელი ზომა შესაძლებლობას მოგცემს თან წაიღო საბუთები ან ნიმუშები. კლასიკურ ყავისფერ ჩანთაში დამალულია კოსმეტიკის ჩანთა კაშკაშა ლიმნებით: ატარე ერთად ან ცალ-ცალკე. არ გსურს განშორება საყვარელ ჩანთასთან? შეავსე კოლექცია ახლით - ტორბა გველის ტყავის პრინტით.
გაზაფხულის სიმსუბუქე
ეს აქსესუარები შენს გარდერობში აყვავდებიან, როგორც პირველი ყვავილები მუქ სვიტერს, ქურთუკებს და შავ ჩანთებს შორის. მეტი სიმსუბუქე, სინაზე, ჰაერი! რომანტიკულ ქალბატონებს გთავაზობთ ჩანთებს ვარდისფერ და მეტალიკის ტონებში: ისინი უნივერსალურები არიან. შოპინგისთვის შენ დაგჭირდება ტრენდული ჩანთა, და გაზაფხულის მზისგან დასაცავად - სათვალეები გეომეტრიული ლინზებით.
განწყობის შეცვლა
აირჩიე, როგორი გინდა, რომ იყო ამ გაზაფხულს - ხვალ კი გადაიფიქრე! ეს არის ქალის ბუნების არსი. შეავსე კოლექცია სამკაულების ნაკრებით და ტრანსფორმერი საყურით მოსახსნელი საკიდებით, რათა ის აჰყვეს შენს შემოქმედებით წარმოსახვას.
სტილის დახვეწილობა
თუ შენ მოგწონს მინიმალისტური სამკაულები, თვალი შეავლე მოცულობით ყელსაბამებს და საყურეებს დიდი ყვავილებით. დროა გამოსცადო ახალი და არ შეგეშინდეს მის მიღმა გასვლის! ატარე ასეთი კომპლექტი პასტელური ფერების სვიტერებთან, ერთ ფერიან პერანგთან ან კაბასთან. თუ აქსესუარი არის მთავარი აქცენტი შენი გარეგნობის, შეარჩიე ნაზი ყელსაბამი ჩანართებით და მძივებით და საყურეები მოსახსნელი საკიდებით. აქცენტი არი არის საჭირო იყოს თვალშისაცემი - ხანდახან დახვეწილი დეტალები ყველა ყურადღებას იპყრობს.