1. ახალი ბოჰო სტილი
უჩვეულო ფორმების და შეხამებების მოყვარულებს: ტრენდების, მასალების და ფერების ბრწყინვალე მიქსი. აქტუალური სტილი ბოჰო მინიმალიზმთან შეხამებით ნამდვილად გამოგყოფს ხალხის მასიდან და შენს იერს ზაფხულის მსუბუქი უდარდელობის დაბრუნებაში დაეხმარება.
ჩვენი არჩევანი: ჩანთა კლატჩით, სამაჯურების ნაკრები, საყურე მრგვალი საკიდით, კლატჩი-საფულე დეკორატიული თასმით.
2. ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
ოქროს და მკრთალი ვარდისფერის შეხამება — თითქოს, ეს მართლაც ყველაზე რომანტიკული ტრენდია. თუ რაღაც ულტრამოდურს ეძებ, მაგრამ ამავდროულად ქალურს — აუცილებლად შეათვალიერე ვარდისფერი კვარცით გაწყობილი სამკაულები. ბუნებრივ ქვას მოდური და ამავდროულად, ოდნავ გაუმართავი, დაუხვეწელი სტილი დაჰკრავს, ხოლო ნაზი ელფერი სიმსუბუქეს ჰმატებს. მართლაც, რომ იდეალური კომპრომისია!
ჩვენი არჩევანი: ფოთლებიანი თმის დასამაგრებელი, საყურე ვარდისფერი კვარცით, ბეჭედი ვარდისფერი კვარცით, სამაჯური ვარდისფერი კვარცით, მაქმანებიანი შარფი.
3. სამკაულები მათთვის, ვინც არ ატარებს სამკაულებს
გიყვარს სისადავე და ფუნქციურობა? ლაკონური სამკაულები-ტრანსფორმერები ნამდვილად ჩაეწერებიან შენს სტილში, ხოლო ტყავის და ლითონის კონტრასტული შეხამება მხოლოდ ხაზს გაუსვამს ქალურობას.
ჩვენი არჩევანი: ყელსაბამი კვანძით, საყურე რგოლით, რბილი ჩანთა-კლატჩით, ყელსაბამი-ტრანსფორმერი ასიმეტრიული საკიდით, საყურე ასიმეტრიული საკიდით.