ქალის 10 საუკეთესო სუნამო ორიფლეიმის მკითხველთა ვერსიის თანახმად

ჩვენ შევისწავლეთ მომხმარებელთა გამოხმაურებები საიტზე და შევარჩიეთ სუნამოები, რომლებმაც ყველაზე მეტი გამოხმაურება შეაგროვეს და ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს. შეხედე სწრაფად, არის თუ არა მათ შორის შენი საყვარელი!

10. ტუალეტის წყალი Women's Collection Innocent White Lilac 
კომპოზიციამ აღბეჭდა დრო, როდესაც გაზაფხულს ზაფხული ცვლის, და ქალაქის ქუჩებში იასამანი ყვავის. ფაქიზი, დახვეწილი და ნაზი არომატი ერწყმის გრილ — ან, პირიქით, პირველი მზის სხივებით გამთბარ ჰაერს. თეთრი იასამანის გული გარსშემორტყმულია ქორფა მწვანე ფოთლების სიგრილით და ხავერდოვანი ხის შლეიფით — სუნამო, როგორც აყვავებულ ბაღში გასეირნების მოგონება. 

Belly: «მიყვარს იასამანი!!! ამ ტუალეტის წყალის არომატი მახსენებს იასამანის იმ ბუჩქს, რომელიც ჩემის ფანჯარასთან ყვაოდა ყოველ გაზაფხულზე და მიქმნიდა საუცხოო განწყობას». 

9. ტუალეტის წყალი Lucia Bright Aura 
ამ არომატის მფლობელს მსუბუქი ზნე და კეთილი გული აქვს, მას უყვარს სიცოცხლე და შთააგონებს ხალხს, ყოველთვის პოულობს სიხარულის საბაბს და იცის, როგორ იოცნებოს. Lucia Bright Aura — ეს არის ნათელი, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე სიგრილე, რომელიც პირველი შესუნთქვისთანავე გამხნევებს. ნაზი, მოციმციმე, მზიანი არომატი. უბრალოდ იდეალურია დასვენების დღისათვის, როდესაც იცმევ მსუბუქ კაბას ან ჯიბსებს და მაისურს — და ამ დღეს სწორედ ისე ატარებ, როგორც შენ გსურს. კესანეს, თეთრი მოცხარის და კედარის ნოტები ქალურობის ძალას განასახიერებენ და ენერგიით გმუხტავენ.

სიდორენკო ლიუდმილა: «…ეს არის სიყვარული ერთი ამოსუნთქვით: ნაზი, მსუბუქი, ხალისიანი… ეს არომატი გიქმნის სიყვარულის და ოცნების განწყობას!»

8. პარფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza 
ეს ძვირფასი სუნამოა ქალისთვის, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. ზომიერად გრილი, ზომიერად ტკბილი, რომელიც ოდნავ მოიმწარებს. მედიდური, ძალიან მდიდრული, გაჯერებული, რთული. სანამ ჩვენ ვნებივრობთ და ტკბილად ვიზმორებით საწოლში, ქალმა, რომელიც მას ატარებს, უკვე ჩაიცვა თავისი საყვარელი პერანგი და ბიზნეს-საუზმეზე ჩქარობს. დატვირთული დღის შემდეგ, მას ქალაქის ყველაზე მოდურ წვეულებაზე ელოდებიან, საღამოს კი ის ქიშმირის სვიტერს იცვამს, ფინჯან ჩაის ისხამს და თავის ოცნებებში იძირება. ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული აქვს, ახდება, რადგან ის ყოველდღე მიისწრაფვის მიზნისკენ.

არომატის ყვავილოვანი-ხის კომპოზიცია აგებულია კომპანია ორიფლეიმის მიერ დაპატენტებული სურნელი Essenza®-ას გარშემო, ფლერდორანჟის უმაღლესი ხარისხის ეთეროვანი ზეთის საფუძველზე. 
Edelweiss თვლის, რომ: «ფლერდორანჟი  - ეს სწორედ ის ნოტია, რომელიც არომატს შეუცვლელს ხდის».



7. ტუალეტის წყალი Sunkiss Garden 
ზარმაცი კვირა დღე, მაშ რატომ არ უნდა გახვიდე პარკში? გაშლი პლედს აყვავებულ ხეებს შორის, ამოიღებ საყვარელ წიგნს და თავით ჩაიძირები წარმოუდგენელ ისტორიებში, ისინი გაგიტაცებს და გადაგაფრენს შორეულ ქვეყნებში. მსუბუქი და გრილი ნიავი მხრებზე გიბერავს, კალათიდან აღწევს მწიფე ხილის სურნელი, სადღაც შორს ისმის შადრევანის ხმაური. როგორც ბავშვობაში, არდადეგებზე, როდესაც არსად არ უნდა იჩქარო — არსებობ მხოლოდ შენ და შენი წარმოსახვა. ამ დილის მეოცნებე განწყობა მუდამ შენთან არის Sunkiss Garden-ის პატარა ფლაკონში.   

6. პარფიუმერული წყალი Amber Elixir Crystal
ამ სუნამოში შენარჩუნებულია შენი საყვარელი Amber Elixir-ის ფუძე, მაგრამ დასაწყისი განსხვავებულია — გრილი, მიმზიდველი და იდუმალი. პარფიუმერმა ნამდვილად მოახერხა საკურორტო ქალაქში საღამოს გასეირნების მომენტის განსახიერება. გრილი ტალღები ეჯახება კლდეებს, კაბა ფრიალებს მარილიანი მწკლარტე ქარისგან, სანაპიროზე მდებარე კაფეს ვერანდაზე დგას თაიგული და ხილით სავსე ვაზა: ჰაერში ტრიალებს ყვავილების და მზის მცხუნვარე სხივებით გამთბარი მწიფე ციტრუსების გამაბრუებელი სურნელი. უდარდელი ოცნება მარადიულ ზაფხულზე, რომელიც ყოველთვის რჩება შიგნით.           

5. პარფიუმერული წყალი Love Potion 
საბედისწერო სიტკბო, ქალი-ცდუნება. ის გრძნობს ცხოვრებისადმი გემოვნებას, მარტივად ირჩევს იმას, რაც სწორედ მას სჭირდება, და არასდროს არ თანხმდება ნაკლებზე. მხოლოდ ერთი მზერა და მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს, და ნებისმიერ მის ახირებას ასრულებს. მისი შეწინააღმდეგება ძალიან ძნელია და საჭიროც არ არის: ის აღმოაჩენს გრძნობადი სამყაროს საოცარ ასპექტებს და გაახვევს სურნელოვანი ჯანჯაფილის, კაკაოს ყვავილის და შოკოლადის ნოტებით გაჯერებულ სურნელში. 




4. ტუალეტის წყალი On the Edge 
დღეს შენებურად იქნება. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს? პაემანი, რომელზეც  დამოკიდებულია ყველაფერი? მოირგე არომატი On the Edge გამბედავი ტყავის ნოტებით: ის ხელს შეგიწყობს საკუთარი თავის გაცხადებაში და მოგანიჭებს თავდაჯერებულობას. დაამატე მკვეთრი შტრიხი: თუ საქმიან კოსტუმს იცმევ, მაშინ შეუთავსე ვარდისფერი პერანგი, ტყავის ქურთუკს — ნაზი ქსოვილისგან დამზადებული ქვედა ბოლო, უბრალო ვარცხნილობას — უზარმაზარი ისრები და ცამდე აპრეხილი წამწამები. ზურგი გაასწორე, მზერა ზევით აღმართე: ყველაფერი აუცილებლად გამოგივა!

3. ტუალეტის წყალი Wonder Flower
დილით იღვიძებ იდეალური პაემანის შემდეგ, მაგიდაზე კი ყვავილების ვეებერთელა თაიგული გხვდება. წარმოუდგენელი სურნელი მთელს ოთახში მიმოიფანტა და დილის სიგრილეს ჰარმონიულად შეერწყა. ბედნიერი დღის მოგონებებში იძირები და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს შენს განწყობას... რაც არ უნდა რთული იყოს ახალი დღე, წაიღე ეს თაიგული და ეს ატმოსფერო შენთან ერთად: ის მოთავსებულია Wonder Flower-ის ფლაკონში. უბრალოდ შეისუნთქე არომატი შენს მაჯაზე და შენ კვლავ მსუბუქი, ბედნიერი და შეყვარებული ხარ. 

2. ტუალეტის წყალი Women's Collection Delicate Cherry Blossom 
ტრენდი მონოარომატებზე არ აპირებს პოზიციების დათმობას: გასაკვირი არ არის, რომ ერთბაშად ორი კომპოზიცია სერიიდან Women's Collection ჩვენს რეიტინგში აღმოჩნდა. ყველა ყვავილოვანი არომატიდან ჩვენს კლიენტებს სწორედ Delicate Cherry Blossom შეუყვარდა - ნაზი, გულში ჩამწვდომი და ძალიან რეალისტური. ის არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს: ალუბლის ყვავილის არომატის უტყუარად გადმოცემის მიზნით, პარფიუმერმა დაამატა ტკბილი ნუშის ნოტები და კედარის ხის შლეიფი.

1. პარფიუმერული წყალი Paradise
ტროპიკული ფრეში წვნიანი ხილისგან? არა — ნამდვილი ველური ჯუნგლები ლიანებით და საოცარი ყვავილებით ბოხო-შიკის სტილის მოყვარულთათვის. ეს არის თავგადასავალი, რომელიც გელით ყოველდღე. Paradise იხსნება ვარდისფერი პილპილის უჩვეულო ნოტით, რომელიც მას მსუბუქ სიმწარეს და გამბედავ, შეუპოვარ ხასიათს ანიჭებს. დასაწყისში ესოდენ გრილი, ის გადადის წვნიან, ნაჯერ ხილის სიტკბოში და მასთან შეწინააღმდეგება ძალზე რთულია.     

ორიფლეიმის რომელი სუნამო მოგწონს ყველაზე მეტად? დატოვე გამოხმაურება საიტზე ან დადე სოციალურ ქსელებში ხეშთეგით #გირჩევ) და #ორიფლეიმისაქართველო (#OriflameGeorgia) - გახდი სილამაზის ნამდვილი ბლოგერი!         

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame