რა არის მულტიმასკინგი?
კანის პრობლემები ალბათ აქვს ყველას. ეს შეიძლება იყოს როგორც შავი წერტილები და გადიდებული ფორები სახის ერთ ნაწილზე ,ასევე სიმშრალე მეორეზე. ყველა ამ პრობლემას ერთდროულად გადაჭრა არა მგონია ერთმა პროდუქტმა შეძლოს. მაგრამ რამოდენიმე ნიღბის გამოყენებამ სახის სხვადასხვა ნაწილებზე შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრას. ესაა ზუსტად მულტიმასკინგი.
რა არის ამისთვის საჭირო?
დასაწყისისთვის გაერკვიე კანის პრობლემებში და აირჩიე პროდუქტები, რომლებიც მის გადაჭრში დაგეხმარებათ.
ცხიმიანი კანისთვის
როგორც წესი, ყველაზე პრობლემური კანი არის T ზონაში: იქ ხშირად ჩნდება ზედმეტი ბზინვარება, სავსე ფორები და შავი წერტილები. შენ დაგეხმარება თიხის ნიღაბი, რომელიც იწოვს ცხიმს და «გამოწოვს» დაბინძურებას ფორებიდან. სალიცინის მჟავას ნიღაბი გაასუფთავებს კანს და ხელს შეუშლის მუწუკების და კანის სიწითლის გაჩენას, იმოქმედებს რა, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აირჩიე საჭირო ეფექტი!
მშრალი კანისთვის
კანის მშრალი ნაწილები შეიძლება ყველგან გაჩნდეს, მაგარამ ყველაზე მეტად ლოყებზე. აირჩიე ვიტამინების მაღალი შემცველობის ნიღბები, რათა დაამშვიდო კანი და კარგად "გამოკვებო:" ან გაანაბივრე გიალურინის მჟავით, რომელიც ატანს კანში და ეხმარება წყლის ბალანსის შენარჩუნებას. თუ შენ გირჩევნია მსუბუქი შემადგენლობების საშუალებები გამოიყენე გელისებური ნიღბები, რომლებიც ატენიანებენ კანს, მაგრამ არ შეიცავენ ცხიმებს.
ანტიასაკობრივი მოვლისთვის
ქსოვილის მოსავლელი ნიღბების მოდა დაიწყო კორეაში და იქიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ასეთმა ნიღბებმა შეიძლება შეუნარჩუნოს ახალგაზრდობა შენს კანს მათ შორის შეაფერხოს კანის დაბერება.ასეთი ნიღბები შექმნილია რათა მთლიანად დაფაროს სახე, მაგრამ შენ შეგიძლია გამოიყენო ისინი მხოლოდ პრობლემურ ადგილებში. აირჩიე ნიღბები, რომლებიც აღიავებენ კანის ტონს, ატენიანებენ და არბილებენ მიმიკურ ნაოჭებს.