1. ყველაფერი დამაქვს თან
დავიწყოთ ჩანთებით — შენ მხოლოდ სამი გჭირდება ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის. ნაცრისფერ დიდ ზურგჩანთაში მოთავსდება საქაღალდეები დოკუმენტებით და ნოუთბუქი, ატარე, როგორც: ხელჩანთა, როგორც მხარზე გადასაკიდი ჩანთა ან როგორც მხრის ჩანთა და შესაბამისად, ცვალე სტილი საქმიანიდან სპორტულამდე.
თან მხოლოდ ფერ-უმარილი და ტელეფონი დაგაქვს? ჯაჭვი დაამაგრე კლატჩ-კოსმეტიკის ჩანთაზე გადაიკიდე მხარზე და ასე ატარე — ის ნებისმიერ კაბას მოუხდება. გინდა ფერი დაამატო? ყურადღება მიაქციე პატარა მდოგვისფერ ჩანთას და გუნება-განწყობილების მიხედვით შეცვალე მისი თასმა იგივე ჯაჭვით.
2. გეომეტრიის გაკვეთილი
ოფისში, პაემანზე, თეატრში, საქმიან შეხვედრაზე — აღარ არის საჭირო თავის მტვრევა იმაზე, თუ რომელი სამკაული აირჩიო და როგორ შეუხამო ის ტანსაცმელს. ჩვენ შევკარით უნივერსალური კომპლექტი: ატარე ყველაფერი ერთად ან თითოეული ცალ-ცალკე. ყელსაბამი შეგიძლია ატარო კისრის გარშემო ერთი ან ორი ხვეულის სახით, კაბის გულის ჭრილის გათვალისწინებით, საყურეები — ცალკე ან ჯაჭვ-საკიდებთან ერთად, ხოლო სამაჯური ნამდვილად მიიზიდავს ყურადღებას თავისი არაჩვეულებრივი ფორმით.
მბრძანებლური თუ რომანტიკული? აირჩიე ორი საშემოდგომო ტრენდიდან ერთ-ერთი — ან ატარე ყველაფერი და ერთდროულად! თამამად შეუთავსე ერთმანეთს ორმხრივი ქამარი წითელი-შავი აქცენტებით, სამკაულები მოსახსნელი ელემენტებით და საყურეები, ხოლო ლითონის ბალთიანი შარფი-სამაჯური მოისხი, როგორც ჩოკერი. როგორი ხარ სინამდვილეში? დაე, ეს გამოცანად დარჩეს!