როგორ შეიძლება გაანახევროს ორმა ნივთმა სამგზავრო ჩემოდნის შიგთავსი ცხელ ქვეყანაში მგზავრობისას? პლაჟზე, შენი იმიჯის მრავალფეროვნებაზე პასუხისმგებელია შარფების ნაკრები ტრიპიკული პრინტით: ხელის მსუბუქი მოძრაობით ისინი გადაიქცევა კაბად, ტოპად, თავსაბურავად, ქამრად ან ჩანთად. სამკაულის საკითხს აგვარებს საყურე 4-1-ში. ლაკონური ლურსმნები, მოდური მოოქროსფრო ჯაჭვები ან ჩამოსაკიდი საყურე პეპლის ფრთებით — გააკეთე სხვადასხვა კომბინაცია საკიდებით და შეარჩიე ნებისმიერი ტანსაცმლისათვის.
შეიქმენი მოგონებები
თუ იძულებული ხარ მხოლოდ იოცნებო ზღვაზე, გაემართე წვეულებაზე აუზთან, პარკში ან გაისეირნე ღამის ქალაქში. არ დაგავიწყდეს სელფის გადაღება! წარმატებული კადრის საიდუმლო — მრავალფუნქციური საყურეები, რომელიც ხაზს გაუსვამს სახის და თხელი კისრის ფორმებს.
გსურს შენს იმიჯს მეტი რომანტიულობა შემატო? ყურადღება მიაქციე უნივერსალურ ყელსაბამს, რომელიც სხვადასხვა სიგრძის ორი დეტალისგან შედგება. ატარე ისინი ერთად ან ცალ-ცალკე შენი კაბის ან ტოპის გულის ჭრილის ფორმის მიხედვით.
იყავი კაშკაშა
ყველაზე მკაცრი საოფისე დრეს-კოდიც კი ვერ შეგიშლის ხელს ისიამოვნო და დატკბე საზაფხულო ტრენდებით. ყოველდღიური მოხმარებისთვის აირჩიე ბეჭდების ნაკრები ოქროსფერი დიზაინით — ატარე ისინი ცალ-ცალკე, თითო-თითო ან გაიკეთე ყველაფერი და ერთბაშად. იმიჯი კი დაასრულე დახვეწილი მინიმალისტური საყურეების ნაკრებით და ცვალე ისინი დღის განმავლობაში განწყობის მიხედვით.