1. დატკბი მყუდრო გარემოთი
დაიწყე სახლიდან. იმისათვის, რომ სახლში დღესასწაულის სულისკვეთებამ დაისადგუროს, არ არის აუცილებელი ბინა გადააქციოთ წითელ-ოქროსფერ სასტუმროდ საშობაო კომედიიდან. გარს შემოივლე სასიამოვნო წვრილმანები: ჩამოკიდე ფანჯარაზე გირლანდა, დადგი მაგიდაზე კომპოზიცია ნაძვის ტოტებისგან, ყოველდღიური სუფრა წითელით შეცვალე. სწრაფად, მარტივად, იაფად.
2. გამოეწყვე საკუთარი თავისთვის
დაივიწყე ძველი სამოსელი სტილში «სახლისთვის წავა». გაანებივრე შენი თავი ჭეშმარიტად ლამაზი ტანსაცმლით, რომელიც დაგეხმარება დაისვენო ხანგრძლივი დღის შემდეგ. ჩვენ ხმას ვაძლევთ მკვეთრი ვარდისფერი ტონალობის დიდ და რბილ ხალათს. და რა გაცვიათ ფეხზე? შეცვალე ჩუსტები მბზინავი სახლის უგებით — ეს არის ნამდვილი მასთჰევ პიჟამური წვეულებების ვარსკვლავისათვის.
3. მიიღე აბაზანა
ისეთი საქმეები, როგორიცაა რეცხვა, დალაგება და ფოსტა სამუშაო ნოუთბუქში, არასდროს არ დასრულდება. უფრო ხშირად დააყენე საღამო პაუზის რეჟიმზე — სწრაფი შხაპის ნაცვლად აირჩიე აბაზანა არომატული ქაფით. გაიკეთე საყვარელი ცხელი სასმელი, აბაზანის კიდეზე სანთლები დადგი, ფონად მუსიკა ან მსუბუქი სერიალი ჩართე. შეარჩიე კრემიდებური ქაფი გურმანული არომატით — მაგალითად, დარიჩინის და ვანილის ნოტებით. შემდეგ არ დაგავიწყდეს კანის დატენიანება, რათა ის რბილი და ხავერდოვანი გახდეს.
4. გამოეწყვე სადღესასწაულოდ
ყოველდღიურ ტანსაცმელთან შეთავსებული კაშკაშა აქსესუარები — სეზონის ნამდვილი ტრენდია. პირდაპირ ახლავე დაამატე საქმიან კომპლექტს ან ჯინსებს მასიური საყურეები და ბეჭედი კრისტალებით. გინდა მეტ იდეებს გაეცნო? იხილე ჩვენი ზამთრის ლუქბუქი.
5. შეარჩიე საჩუქრები სახლიდან გაუსვლელად
Очеრიგები მაღაზიებში, ცარიელი დახლები, დროის გაფლანგვა — სადღესასწაულო ფაციფუცის გამო საჩუქრების არჩევაც კი ტანჯვად გადაიქცევა. გამოსავალი არის: აჩუქე საჩუქრები შვედურად! ეს ნიშნავს — სახლში, მყუდრო საწოლში, ხელში კაკაოთი სავსე ფინჯანით. სცადე ჩვენი ზამთრის საჩუქრების გიდი: გაიარე მარტივი ტესტი და შეაგროვე იდეალური სიურპრიზები ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის.