1. დაივიწყე კომპრომისის შესახებ
შეუკვეთე, მაგრამ ფერში მოტყუვდი, საჩუქრად მიიღე, მაგრამ ფერი ისეთი არ არის, მოგეწონა ტექსტურა, მაგრამ შესაფერისი ტონი სერიაში არ აღმოჩნდა — და აი, ტონალური კრემით სავსე ქილების უკვე მთელი კოლექცია უსაქმოდ დგას. ახალი პიგმენტი-კორექტორი ფერის შერჩევასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება, ამასთანავე, იგი არ ამძიმებს საფარს და საერთოდ არ ცვლის ტექსტურას. მუშაობს მარტივად: დაამატე თითო წვეთი შენს საყვარელ ტონალურ კრემში, სანამ არ მიიღებ ტონის ტონში დამთხვევის ეფექტს. ღია ფერის კორექტორს ფიფქიები დააფასებენ — მათთვის ხაზის პირველი ფერიც კი ზედმეტად ყვითელი ჩანს. მუქი ფერის კორექტორი შავგრემან ქალბატონებს მოეწონებათ — ის დაეხმარებათ თავიდან აიცილონ ნაცრისფერი ქვეტონი, რომელსაც არასაკმარისად მუქი ტონალური საშუალება იძლევა.
2. დაზოგე ფული
თუ შენი კანი მზეზე ადვილად შავდება, სეზონის მიხედვით მისი ფერი რამდენიმე ტონით შეიძლება შეიცვალოს. აღარ არის საჭირო თითოეული მათგანისთვის ცალკე ტონალური კრემის ყიდვა — დატოვე მხოლოდ ერთი და ცვალე ფერის ინტენსივობა კორექტორის საშუალებით.
3. გახდი ინსტაგრამის ვარსკვლავი
დიდი ხანია ოცნებობ კრემისფერი კონტურინგის გაკეთებაზე, მაგრამ გეშინია, რომ რიანას ნაცვლად ენოტს დაემსგავსები? სცადე პიგმენტი-კორექტორების გამოყენება კრემისფერი ბრონზერის და ჰაილაითერის მსგავსად. ისინი სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ იდეალურად შეერიოს ტონალურ საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ახალბედაც კი მარტივად გადაანაწილებს კანზე. მუქი ფერით გამოყავი ღაწვები, შუბლის და ცხვირის გვერდითა ზედაპირები. ღია ფერი წაისვი ცხვირის ზურგზე, ზედა ტუჩის ზევით განლაგებულ ღარზე, ღაწვების გამოწეულ უბნებზე და წარბქვეშა ზონაზე.