1. რგოლები და მეტალი
სფერული ელემენტები საყურეებში, ყელსაბამებსა და ჩანთებში – სეზინის ძირითადი ტენდენციები და სტილი.
ვერცხლისფერი სამკაულების წყვილი, მაგალითად, საყურეები და ყელსაბამი, ჩანთა დახვეწილი სახელურით — ასეთი აუტფიტი (აღკაზმვა) ადვილად მიუდგება საოფისე სტილს ან თქვენს ყოველდღიურ იმიჯს. საღამოს წვეულებისთვის აქცენტი გააკეთეთ კონტრასტზე: ფაქტურული ტექსტურები და პასტელური ფერები შეუხამეთ მინიმალისტურ მომრგვალებული ფორმის აქსესუარებს. თქვენი ჩაცმულობა იქნება თავშეკავებული და ამავდროულად ძალიან ქალური.
2. რომანტიკა და მცენარეული მოტივები
ამ სეზონზე მოდურია ყველაფრის შეხამება. უჩვეულო ფერები, აქსესუარების ფორმები, მკაფიო მაკიაჟი და ორიგინალური დიზაინი — თქვენი იმიჯი სხვებისგან განსხვავებული რომ იყოს.
რჩევა: მხიარული აქსესუარები გააცოცხლებს თქვენს იმიჯს, ხოლო გრილი პასტელური ფერები ან პრინტები მცენარეული მოტივებით გაზაფხულის განწყობას შეგიქმნით.
3. კონტრასტი
ლაკონიურ იმიჯს ყველაზე უკეთ ქმნიან კაშკაშა და დიდი სამკაულები. ასეთი შეხამება შესაფერისია როგორც ოფისისთვის, ასევე მოდური გამოფენისთვის.
რჩევა: ნებისნიერი ჩაცმულობა უფრო შესამჩნევი გახდება ყელსაბამის წყალობით, ხოლო მისი ნაზი ლენტები, შეგმატებენ რომანტიულ იერს.
4. პასტელური ფერები და მხატვრული პრინტი
მოახდინე კონტრასტული წყვილების კომბინირება, მაგალითად, პასტელური ფერები და ხორცისფერი ტონები, იასამნისფერი აქსესუარები და კაშკაშა მარჯნის სამკაულები.
რჩევა: რჩევა: იგივე ფერები გაიმეორე მაკიაჟშიც. ნატურალური ფერის გლოსი ან ვარდისფერი ტუჩსაცხი, რომანტიული სმოკი აისი (ბოლისფერი მაკიაჟი) გაზაფხულის ფერებში ან ნაზი ბლუში — შეუშვით თქვენს ცხოვრებაში ცოტა რომანტიკა.
5. გლუვი და მბრწყინავი
ულტრამბრწყინავი და გლუვი ტექსტურებით შექმნილი მაკიაჟი დახვეწილ და ამავდროულად კეკლუც იმიჯს უზრუნველყოფს. შეახამეთ ნაზი პასტელი დელიკატურ ოქროსფერ აქცენტებთან და ულტრაპრიალა ლაქის ჩანთასთან.
რჩევა: იმისათვის, რომ დღის იმიჯი საღამოს იმიჯად გარდაიქმნას, მოსინჯეთ გლუვი მაკიაჟი და გაიკეთეთ მკაფიო თვალშისაცემი სამკაულები. მაგალითად, თხევადი ჩრდილები გლუვი ფინიშით, ჰაილაითერი კანის ბზინვარებისთვის და აგრეთვე საყურეები-კვადრატები ან ყელსაბამი საკიდებით.