ბუნების სიყვარულით: 5 მწვანე სილამაზის ტრენდი

მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიის გიგანტები სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, როგორ დაიცვან სამყარო და ამ მხრივ არც ჩვენ წარმოვადგენთ გამონაკლისს. შეიტყვეთ უფრო მეტი ხუთი ეკოლოგიური ტრენდის შესახებ და მისდიეთ მათ ორიფლეიმის საშუალებით.

ბიოდეგრადირებადი ფორმულები
ტენდენციამ ეკოლოგიურ შეფუთვაზე ლოგიკური განვითარება მიიღო — მწარმოებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა მარტო ფლაკონებს, არამედ მათ შემადგენლობას. მაგალითად, დასაბან საშუალებებს Love Nature და Discover ბიოდეგრადირებადი ფორმულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბუნებრივი გზით იხრწნებიან და წყლის გარემოს ზიანს არ აყენებენ.    

გადამუშავებული მასალები
მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით პლასტმასის მოხმარებას ამცირებენ და კომპანიები ამ მოთხოვნას პასუხობენ. 2018 წელს ჩვენ 100 ტონა გადამუშავებული პლასტმასი გამოვიყენეთ ორიფლეიმში და ვცდილობთ მუდმივად გავზარდოთ მისი წილი.

მრავალჯერადი შეფუთვა
იმის ნაცვლად, რომ კვლავ და კვლავ შევიძინოთ საყვარელი პროდუქტები ერთნაირ შეფუთვაში, შეგიძლიათ შეინახოთ მისი პალეტი და რამდენჯერმე შეავსოთ. ბრენდები სულ უფრო მეტ ე.წ. "რეფილებს" უშვებენ: შამპუნებს, შხაპის გელებს, საცხებს და თუნდაც სუნამოებს. დაიწყე მაგნიტური პალეტით The ONE Make-up Pro: შეაგროვე შენი ჩრდილების ნაკრები ნამდვილი ვიზაჟისტის მსგავსად და ცვალე ფერები.   

მობილური აპლიკაციები
სმარტფონის პროგრამები ხელს უწყობენ ქაღალდის მოხმარების შემცირებას — მაგალითად, დანართი Oriflame Conferences საშუალებით ჩვენ უარი ვთქვით ბროშურების და ბეჭდური მასალების გამოყენებაზე ორიფლეიმის კონფერენციებზე მსოფლიო მასშტაბით.   

მწვანე სტანდარტი
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება 2019 წლის წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა. კომპანიები უზრუნველყოფენ ქარხნების სტანდარტებისადმი მკაცრ შესაბამისობას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებსაც კი იყენებენ, მაგალითად, მზის ბატარეებს ან ქარის ძალას. ორიფლეიმის საწარმოო-ლოგისტიკურმა კომპლექსმა ნოგინსკის რაიონში სერტიფიცირება გაიარა LEED სისტემის მიხედვით — ეს არის შენობების ენერგეტიკული და ეკოლოგიური ეფექტიანობის შეფასების სტანდარტი. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame