1. ფირუზის ფერები
მცენარეული პრინტები და ფირუზის ფერები ტრენდშია: შემოდგომის ცას მოგვაგონებს, რომელიც ფოთლებს შორის ნაპრალებში ჩანს, ხომ მართალია? შეუხამე ერთმანეთსშარფი მცენარეული პრინტით და ერთი ფერის აუტფიტები. ჩანთა ტრანსფორმერი კი რეკომედებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის და საღამოს წვეულებისთვის —
ნამდვილი ჰიტი!
2. შემოდგომის ლანდშაფტის ფერები
ბეჟი,თბილი ნაცრისფერი, მარგალიტისფერი, ყავისფერი — ბუნება გარშემო დიდი ხანია უკვე შეიმოსა ყველაზე მყუდრო ფერებში. არ ჩამორჩე! დრო არ იცდის: გადაამოწმე შენი ახალი საათის ციფერბლატი. უნივერსალური პონჩო ესაჭიროება ყველას, ხოლო ჩანთა მოსახსნელი ჯიბე-საფულით გამოგარჩევს ყველასგან. გოფრირებული კაშკაშა შარფი
შეგიძლია სხვადასხვა ხერხით შემოიხვიო და შეიკრა: ცვალე იმიჯი, თუნდაც ყოველდღე!
3. ბუნებრივი ქვები
დაუმუშავებელი ქვების მქონე სამკაულები პოზიციებს არ თმობენ. ბუნებრივი კრისტალები, რომლებიც თავად ბუნებამ შექმნა — რა შეიძლება იყოს შემოდგომაზე უკეთესი! გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ კომპლექტს ამეთვისტოთი: მათ შესანიშნავად შეუხამებ სხვა საშემოდგომო აქსესუარებს.
4. ჰაეროვანი ფორმები
თუ ულტრამოდური ფორმები და კრეატივი გაშინებს თავისი გამოკვეთილობით, სიკაშკაშით, მაშინ დაამატე მინიმალისტური აქცენტები. შავი ჩანთა ფოჩებით ნებისმიერ ტანსაცმელს მოუხდება, ხოლო მოსახერხებელი საფულე-კლატჩი პეწის მარცვალს შეიტანს შენს იმიჯში გველის ტყავის იმიტაციის წყალობით. საყურე-რგოლი 3-1-ში შეგიძლია გაიკეთო სამი განსხვავებული ხერხით. ატარე ისინი თან, რათა ყოველდღიური იერი საღამოს იმიჯით შეცვალო.
5. მდნარი ოქრო
კიდევ ერთი მოდური მითითება შეუზღუდავ, აულაგმავ ბუნებაზე: ამ შემოდგომაზე ლითონს გადნობილს ატარებენ! დააკვირდი საყურეებს და ყელსაბამს: ისინი თითქოს გაქვავდნენ, გაშეშდნენ თავისებურ ლანდშაფტზე და შეინარჩუნეს ეს რბილი ხაზები. რბილი ჩანთა ლითონის დეკორით კი მთელ კომპლექტს ერთ მთლიანობაში შეკრავს.